logo_geo
ზურა მანჯავიძე: მთელი ცხრა წელი ჩვენთვის არც ტელევიზია იყო, არც პრესა და არც რადიო
- +

21 დეკემბერი. 2019. 22:00

 

„ჩემმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა და ჩემმა სიმართლემ, ჩემს კარიერაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა“, - ამის შესახებ მომღერალი ზურა მანჯავიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ზუსტად ჩემი პრინციპულობის და  უსამართლობასთან შეუგუებლობის გამო შემექმნა პრობლემები. სიმართლე გითხრათ, ამის გახსენება აღარც მინდა. მახსოვს, „ფორტეს“ გოგოებს შევხვდი და ვუთხარი, მე დროებით წავალ ქვეყნიდან, რომ თქვენ მაინც არ იყოთ დაბლოკილები-მეთქი. ფაქტობრივად, შემოქმედებითი წინსვლა  დაგვებლოკა და კარი ყველგან „ამოგვეკეტა“. მთელი ცხრა წელი ჩვენთვის არც ტელევიზია იყო, არც პრესა, არც რადიო, არც კონცერტები.

 

უცხოეთში წასვლაც ვიფიქრე, მაგრამ ვერ გავრისკე, რომ ამ ასაკში ყველაფერი ნულიდან დამეწყო. ისევ მომავლის იმედმა გადამარჩინა. ასე რომ, ჩემმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა და ჩემმა სიმართლემ, ჩემს კარიერაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, მაგრამ ხალხის სიყვარული ვერ „დაბლოკა“. „ფორტე“ „შავ სიაშიც“ იყო შეტანილი. კულტურის სამინისტროში, სეიფში იდო „შავი სიები“ და იქ იყო ჩამოწერილი მომღერლებისა და ჯგუფების სახელები, რომლებიც არც ერთ ღონისძიებაში არ უნდა ყოფილიყვნენ. სხვათა შორის, ომის შემდგომ, შერიგების მიზნით, რამდენიმე კონცერტზე უნდოდათ ჩვენი „შეტყუება“, მაგრამ, რომ მივხვდით, რისთვისაც იყო გამიზნული, თავად ვთქვით უარი“, - აღნიშნავს ზურა მანჯავიძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი