logo_geo
გიორგი გიგაური: შევარდნაძის კარზე დაწინაურებულმა ხაზარაძემ დაუნანებლად ძარცვა და არბია ქართველი ხალხი
- +

22 დეკემბერი. 2019. 00:57

 

„შევარდნაძის კარზე დაწინაურებულმა ხაზარაძემ დაუნანებლად ძარცვა და არბია ქართველი ხალხი. სხვათაშორის, თავის პარტიაშიც თავისნაირ ქართველმოძულე „ყაჩაღოვიჩებსა“ და „ყაჩაღოვნებს“ გაუხსნა გზა!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერს გაზეთ „ასავალ-დასავალში“.

 

„1990 წლის 28 ოქტომბერი (ეროვნული ხელისუფლების გამარჯვება პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში) და 1991 წლის 9 აპრილი (საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა) მამუკა ხაზარაძისთვის ტრაგიკული თარიღებია, 22 დეკემბერი 9(პუტჩს დაწყების დღე) კი - დღესასწაული!

 

ამიტომაც იყო, რომ ნაპუტჩარ საქართველოში დაბრუნებული შევარდნაძის კარზე დაწინაურებულმა ხაზარაძემ დაუნანებლად ძარცვა და არბია ქართველი ხალხი - წაართვა მილიონობით მანეთის ანაბრები, მიისაკუთრა და რუსებზე გაყიდა „ბორჯომის“ უნიკალური წყლის საბადოები და წარმოება, ბანკის ვალებით სული ამოხადა და სახლ-კარიდან გამოყარა ათასები... და სხვათაშორის, თავის პარტიაშიც თავისნაირ ქართველმოძულე „ყაჩაღოვიჩებსა“ და „ყაჩაღოვნებს“ გაუხსნა გზა!“ - წერს გიორგი გიგაური.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი