logo_geo
ჯაბა ხუბუა: ძვალ-რბილში გამჯდარი „ნულოვანი ტოლერანტობა“ წამით მაინც თუ დაივიწყა, რაღა ნაცი იქნება?
- +

24 დეკემბერი. 2019. 14:25

 

„ძვალ-რბილში გამჯდარი „ნულოვანი ტოლერანტობა“ წამით მაინც თუ დაივიწყა, რაღა ნაცი იქნება?“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

„მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციას შენობაში ლუკა სირაძის მიერ  ჩუმად გაკეთებული წარწერები რომ დახვდა, მაშინვე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაშიფრეს, შიდა გამოძიება ჩაატარეს, სოციალური ქსელიდან მოსწავლეების პრივატული მიმოწერაც კი ამოიღეს და დაადგინეს, რომ სკოლაში არა ვინმე უცხო, არამედ ყოფილი მოწაფე შეპარულიყო.

 

სკოლის ადმინისტრაციას თავისუფლად შეეძლო, მანდ გაჩერებულიყო და საკუთარ ყოფილ მოსწავლესთან ურთიერთობა ადამიანურად მოეგვარებინა, მისი სულიერი მდგომარეობით დაინტერესებულიყო და გაერკვია, რა აწვალებდა ლუკა სირაძეს, რა ჭია უღრღნიდა გულსა და გონებას, რამ მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ სკოლაში შეპარულიყო და კედლებზე წარწერები გაკეთებინა?

 

ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პედაგოგი და, უბრალოდ, წესიერი ადამიანი, რომელსაც საგულეში გულის მაგივრად რიყის ქვა არ უდევს, სწორედ ასე მოიქცეოდა, მაგრამ ნაცი გულიანად და ადამიანურად თუ მოიქცა, მისი ბელადის მიერ ოდესღაც ნაქადაგები და ძვალ-რბილში გამჯდარი „ნულოვანი ტოლერანტობა“ წამით მაინც თუ დაივიწყა, რაღა ნაცი იქნება“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი