logo_geo
დილარ ივარდავა: დაასაქმეთ ბავშვები, დააინტერესეთ ცხოვრებით, თორემ გვეღუპება მომავალი თაობა!
- +

24 დეკემბერი. 2019. 19:04

 

„დაასაქმეთ ბავშვები, დააინტერესეთ ცხოვრებით, თორემ გვეღუპება მომავალი თაობა“,- ამის შესახებ 9 შვილიშვილის ბაბუა, პოეტი დილარ ივარდავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ბავშვების ცნობიერებაში რღვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც წიგნებს ჩამოსცილდნენ და თავი  ტელეფონებსა და კომპიუტერებში ჩარგეს. შედეგად მოხდა გაუცხოება, ურთიერთობის დეფიციტი და პრობლემების პირისპირ დარჩენილებმა, გამოსავალი თვითმკვლელობაში იპოვეს.

 

დედაჩემი ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა, მამა ფრონტზე დამეღუპა, ბაბუას ძმამ გამზარდა, სულ მთლად ბავშვი ჩაის ვკრეფდი, 20 კაპიკს მიხდიდნენ, იმ ფულით ვყიდულობდი კალმებსა და წიგნებს, რვეულებს. ვსწავლობდი, თავის მოკვლაზე არ ვფიქრობდი. დაასაქმეთ ბავშვები, დააინტერესეთ ცხოვრებით, თორემ გვეღუპება მომავალი თაობა, ვახარებთ მტრებს, ამ შემთხვევაში, გვამებისა და სისხლის მოყვარულ სვავებს“, - აღნიშნავს დილარ ივარდავა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი