logo_geo
გურამ დოჩანაშვილი: არ შეიძლება, ერთმანეთი გვიყვარდეს?! ციხე შიგნიდან ტყდებაო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი
- +

25 დეკემბერი. 2019. 12:47

 

„არ შეიძლება, ერთმანეთი გვიყვარდეს?! ციხე შიგნიდან ტყდებაო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი“, - ამის შესახებ მწერალი გურამ დოჩანაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩემს ბავშვობაშიც დიდი გაჭირვების წლები გამოვიარეთ. 1939 წელს ვარ დაბადებული და  3-4 წლის ასაკშიც ძალიან კარგად მახსოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯახებს პურის ფული არ ჰქონდათ, მაგრამ სულ გვინდოდა, ერთმანეთისთვის სიკეთე გაგვეკეთებინა და ამან მოგვიყვანა დღემდე.

 

მაშინ, ომის დროს, ერთმანეთის, მაპატიეთ და ფეხებზე დაკიდება არ იყო, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ახლანდელ საქართველოში კი რას ვუყურებთ? - ვინ ვის უკბინოს, შეჭამოს, დააქციო, ცუდი თქვას, ეს პარტია კარგია, ის ცუდი... საშინელება ხდება. რა პარტია, რის პარტია, რა შუაშია პარტია!

 

არ შეიძლება, ერთმანეთი გვიყვარდეს?! ციხე შიგნიდან ტყდებაო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი. უცხომ რომ აგიღოს, დაგიპყროს, ეს კიდევ სხვა არის, მაგრამ დღეს  საქართველო უფრო მეტად შიგნიდან ტყდება, ვიდრე უცხო მტრისგან.

 

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავს ვერ ვუყურებ, რაებს ამბობენ! ადამიანები გადაგრევენ -ყველაფერს რაღაც უარყოფითს უძებნიან, არაფერი მოსწონთ, ყველას ლანძღავენ და ჰგონიათ, ძალიან მაგრები არიან. ხალხსაც ჰგონია, რაკი არაფერი მოსწონთ, მართლა მაგრები არიან. მაგრები კი არა, ხელმოცარულები არიან და უნდათ, ყველანი ხელმოცარულები იყვნენ“, -აღნიშნავს გურამ დოჩანაშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი