logo_geo
დილარ ივარდავა: ამათ 15 წლის ლუკას სიცოცხლე კი არ ადარდებთ, ლუკას მსგავსებს ეძებენ, მათ სისხლზე უნდათ მოსვლა
- +

25 დეკემბერი. 2019. 12:48

„ამათ 15 წლის ლუკას სიცოცხლე კი არ ადარდებთ, ლუკას მსგავსებს ეძებენ, მათ სისხლზე უნდათ მოსვლა“,-ამის შესახებ პოეტი დილარ ივარდავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„მათ, ვინც ჩასაფრებულნი არიან, ოღონდ სისხლი დაიღვაროს, თუნდაც მკვლელობით ან თვითმკვლელობით. ნაციონალები ზრუნავენ სხვის ბავშვებზე? განა, მაგათ სკოლაში არ სწავლობდა ის 15 წლის მოზარდი, თავი რომ მოიკლა? სანამ პოლიციას მოიყვანდნენ, თვითონ გამოენახათ ამ ბავშვთან საერთო ენა. დაძრწიან ახლა უბან-უბან, „ამ ცხოვრების დედასო“, კიდევ ახელებენ ახალგაზრდებს, რაც უფრო მეტი მოკვდება, მით უფრო უხარიათ, მით მეტად დაადანაშაულებენ მთავრობას. ამათ თვითმკვლელობის აგიტაცია ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როცა თვითმკვლელი ფეხმძიმე ღვთისმშობლისგამოსახულებანი  ნახატების გამოფენა მოაწყვეს.

 

დამიჯერეთ, ამათ 15 წლის ლუკას სიცოცხლე კი არ ადარდებთ, ლუკას მსგავსებს ეძებენ, მათ სისხლზე უნდათ მოსვლა“,- აღნიშნავს დილარ ივარდავა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი