logo_geo
თორნიკე ბზიავა: ზაზა ურუშაძე იმ იშვიათ ადამიანთა შორის იყო, ვისი ნახვის დროსაც ცხოვრება გიხაროდა
- +

25 დეკემბერი. 2019. 17:13

 

„ძლიერიც უნდა იყოს ადამიანი, რომ ასეთი განწყობა შეგიქმნას და ზაზა ასეთი იყო“,- იხსენებს რეჟისორი თორნიკე ბზიავა  ზაზა ურუშაძეს ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

 

„ვიცი რომ, ერთ-ერთი დიდი ქართული კომპანია ზაზას რაღაცას დაჰპირდა, მაგრამ ბოლო წამს „გადააგდეს“. ყველაზე უფრო ამას განიცდიდა. ზუსტად ამის შემდეგ „დაარტყა“ იმ ფლანგმა, რომელმაც დაარტყა. რასაც ემსახურებოდა, იმის გასაუმჯობესებლად დაჰპირდნენ ამ თანხას, შემდეგ ზაზა სხვას დაჰპირდა რაღაცებს და რომ „გადააგდეს“, ვეღარ შეასრულა. ამას ძალიან განიცდიდა. მერე „პირი შეუკრეს“ და ყველაფერი გააკეთეს, რომ წასულიყო, არ დააფასეს მისი უზარმაზარი ღვაწლი.

 

ეს კარგად გვიჩვენებს, რომ ცხოველთა სამყაროში ვცხოვრობთ. ზაზა ლომი იყო და ისინი აფთრებივით უვლიდნენ გარშემო. ის იმ იშვიათ ადამიანთა შორის იყო, ვისი ნახვის დროსაც ცხოვრება გიხარია და ყველაფერს დადებითად გეგმავ. მარტო სიკეთე არ კმარა. ძლიერიც უნდა იყოს ადამიანი, რომ ასეთი განწყობა შეგიქმნას და ზაზა ასეთი იყო“, -აღნიშნავს თორნიკე ბზიავა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი