logo_geo
მაია ნიკოლეიშვილი: განსხვავებულ აზრს ჯერ კომუნისტები სდევნიდნენ და მერე -სააკაშვილი
- +

25 დეკემბერი. 2019. 18:02

 

„განსხვავებულ აზრს ჯერ კომუნისტები სდევნიდნენ და მერე -სააკაშვილი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“   ინტერვიუში საუბრობს.

 

„ლადო ასათიანზე გავიზარდე და „ამ ცხოვრების დედაცო“, ვერასოდეს ვიტყვი. იმ სიტუაციამ სულიერად დამანგრია, ისეთივე დაღდასმული ვიყავი, როგორც საკონცენტრაციო ბანაკში ებრაელები, მაგრამ არ გავმტყდარვარ. ჩემს სახლში მხოლოდ მეუღლის უახლოესი ნათესავები მოდიოდნენ, რამდენიმე მეგობარი და ჩვენი მეზობელი ერეკლე კუხიანიძე, რომელიც დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ დაწერილი სტატუსის გამო ბულინგის მსხვერპლია.

 

შესაძლოა, ბოლო წინადადება არ უნდა დაეწერა („მთელი ოჯახი იდიოტები ხართ...“), მაგრამ განსხვავებული აზრისა და „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სტატუსის გამოქვეყნების გამო ხელისუფლებამ რატომ აიღო პასუხისმგებლობა, ვერ გავიგე.

 

ვერც იმას ვიგებ, ერეკლეს აზრს რატომ თვლიან საკრებულოს აზრად? კომუნისტური ოპოზიციის დაკვეთა აქვთ თუ რა ხდება? განსხვავებულ აზრს ჯერ კიდევ კომუნისტები სდევნიდნენ და მერე - სააკაშვილი. თუ დაუკვირდებით, დღეს მთავრობას წესრიგს სწორედ ოპოზიცია კარნახობს და ესენიც მხოლოდ მათ უსმენენ, სხვისი აზრი არ აინტერესებთ“, - აღნიშნავს მაია ნიკოლეიშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი