logo_geo
ვახტანგ მაისაია: სააკაშვილს რუსი ოლიგარქებისგან ოფიციალური ხელფასი აქვს დანიშნული...
- +

26 დეკემბერი. 2019. 10:56

„სააკაშვილს რუსი ოლიგარქებისგან ოფიციალური ხელფასი აქვს დანიშნული...“,-ამის შესახებ პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„სააკაშვილი იმ რუსული „ბლოკჩეინის“ ოფიციალური სახეა, რომელიც პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრებისა და ცნობილი რუსი ოლიგარქების - მიხეილ ფრიდმანისა და პიოტრ ავენის „ალფა ბანკის“ შვილობილი კომპანიაა! სააკაშვილს რუსი ოლიგარქებისგან ოფიციალური ხელფასი აქვს დანიშნული - მას  სარეკლამო რგოლებში იღებენ და ამაში კარგად უხდიან!

 

პიოტრ ავენი რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის იგორ სეჩინის კაცია, რომელიც პუტინთან ერთად იჯდა კაბინეტში და მისი უახლოესი მეგობარია.

 

იგორ სეჩინი ბრწყინვალედ ფლობს ესპანურსა და პორტუგალიურს, ნაომარია ანგოლაში, მოზამბიკსა და ნიკარაგუაში... იგორ სეჩინი, პატრუშევი და ივანოვი რუსეთის ხელისუფლებაში წარმოადგენენ ე.წ „სილოვიკების“ კლანს. იგორ სეჩინზე „მიბმულია“ ცნობილი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი, ხოლო ეს უკანასკნელი დაკავშირებულია თემურ ალასანიასთან და აქედან გამომდინარე, სააკაშვილთან. სააკაშვილის პრეზიდენტობის  დროს ვიქტორ ბუტი საქართველოს  საჰაერო ტრასას „შავი იარაღის“ კონტრაბანდის მიზნით თავისუფლად და უშფოთველად იყენებდა“,- აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი