logo_geo
მაია ნიკოლეიშვილი: რატომ დუმან ბავშვთა ფსიქოლოგები, რომლებიც წესით, განგაშს უნდა ტეხდნენ...
- +

26 დეკემბერი. 2019. 11:05

 

„რატომ დუმან ბავშვთა ფსიქოლოგები, რომლებიც წესით, განგაშს უნდა ტეხდნენ...“ - ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„კოლექტიური ფსიქოზია! როდესაც ერი ტირის, მას მომავალშიც აუცილებლად ტირილი მოუწევს და არც სადარდებელი მოეშვება. რასაც დააპროგრამებ, ის გიბრუნდება - ამას ჰქვია ნეიროლინგვისტური პროგრამირება.15 წლის ბავშვის დაღუპვა ძალიან ძნელია, მაგრამ გაუგებარია იმათი მხრიდან გლოვის გამოცხადება, ვისაც სააკაშვილის რეჟიმის დროსაც არ უგლოვია არც 15, არც 25 და არც 55 წლის ადამიანების მკვლელობის გამო.

 

თვითმკვლელობა მთქნარებასავით გადამდებია, დომინოს პრინციპივით ვრცელდება. გარდატეხის ასაკში ხშირად ახალგაზრდა ვერ აცნობიერებს თავის საქციელს! რატომ დუმან ბავშვთა ფსიქოლოგები, რომლებიც წესით, განგაშს უნდა ტეხდნენ, თავი დაანებოს ბავშვებს ოპოზიციამ, სავარძლებში ჩასხდომას რომ აპირებენ და მხოლოდ ნეგატივზე მუშაობენ.

 

თუმცა, ესენიც უმწიფრები არიან, მათი საპასპორტო ასაკი მათ ფსიქოლოგიურ ასაკს რომ ემთხვეოდეს, მაშინ სლოგანს „ამ ცხოვრების დედაც“ არ გააზიარებდნენ და მომავალ  თაობას დაიცავდნენ. 20 წელი გავიდა  მათ ოპოზიციაში მოსვლიდან, უკვე გაჭაღარავდნენ და საქციელს მაინც დაუფიქრდნენ“, - აღნიშნავს მაია ნიკოლეიშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი