logo_geo
ვაჟა აზარაშვილი: რამდენი რამ აღადგინა, ააშენა, გააკეთა - ეს რატომ ავიწყდებათ?
- +

26 დეკემბერი. 2019. 12:36

 

 

„რამდენი რამ აღადგინა, ააშენა, გააკეთა - ეს რატომ ავიწყდებათ?“ - კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას აფასებს.

 

„მე სიმართლის მხარეზე ვარ და ახლაც პირდაპირ გეტყვით: დღესდღეობით, ჩვენს ქვეყანაში ივანიშვილის კონკურენტსა და შემცვლელს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ კიდევ აქვს რესურსი, რომ ქვეყანა მართოს და ფეხზე დააყენოს.

 

სხვა ღირსეულ ძალას ვერ ვხედავ, მაგრამ ერთი რამ მაწუხებს - რატომ ვართ ქართველები ასეთი უმადურები? ივანიშვილმა ქუთაისში რამხელა თანხა ჩადო, ახლა წყალტუბოს განახლებას აპირებს. რამდენი რამ აღადგინა, ააშენა, გააკეთა - ეს რატომ ავიწყდებათ? კი ბატონო, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა, იდეალური ამქვეყნად არაფერია, მაგრამ ხომ შეიძლება, რაღაც კარგიც დავინახოთ? რაღაც-რაღაცები მეც არ მომწონს, მაგრამ ადრეც ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ვუჭერდი მხარს და ახლაც ასეა. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთში, ისინი აქ ფულს გზავნიან და ოჯახებს ინახავენ. თუ რუსები ასე უთავბოლოდ ვაგინეთ, შეიძლება, ეს ფულიც დავკარგოთ.

 

ამიტომ, გონებას უნდა მოვუხმოთ, ლანძღვა-გინებით საქმე არ კეთდება! ქართველები ამბიციური ხალხია, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურებაა ის არის, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს. თუ ქართველები საერთო ენას გამონახავენ და გაერთიანდებიან, კიდევ რაღაცას მივაღწევთ, ისე კი, არაფერი გვეშველება!“ - აღნიშნავს ვაჟა აზარაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი