logo_geo
გურამ დოჩანაშვილი: შემოქმედი არც ერთ პარტიას არ უნდა ეკუთვნოდეს თუკი უნდა დიდ შემოქმედების წარმატებას მიაღწიოს
- +

29 დეკემბერი. 2019. 02:19

 

„შემოქმედი არც ერთ პარტიას არ უნდა ეკუთვნოდეს თუკი უნდა დიდ შემოქმედების წარმატებას მიაღწიოს“,- ამის შესახებ მწერალი გურამ დოჩანაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„იცით  რატომ არ ვერევი პოლიტიკაში? არასდროს ვამბობ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ-მეთქი, მაგრამ დიადი შემოქმედები კი ნამდვილად გვყავდა, მაგრამ... სხვა მაგალითს მოვიყვან- ხომ აქებენ ბახსა და მოცარტს, წარმოგიდგენიათ, ამ შემოქმედებს რომ ეთქვათ, ჩვენი მუსიკა მოისმინოს ამ პარტიამ და იმ პარტიამ კი არ მოისმინოსო? ან ბეთჰოვენისთვის რომ ეკითხათ, რომელ პარტიას ეკუთვნიო? ვერ გაიგებდა, რას ეკითხებოდნენ. აბა, „მეცხრე სიმფონიის“ შექმნას რომელი პარტია უნდა?!

 

ჩემს თავზე არ ვამბობ, დიდი შემოქმედი ვარ-მეთქი, არ იმას, სწორად ვიქცევი ან ვცდები მეთქი, მაგრამ ერთი ნაღდია: შემოქმედი არც ერთ პარტიას არ უნდა ეკუთვნოდეს თუკი უნდა დიდ შემოქმედებით წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ეგ კი არა, კომკავშირშიც არ შევსულვარ და ამიტომ არ ვერევი პოლიტიკაში!“ - აღნიშნავს გურამ დოჩანაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი