logo_geo
ირაკლი გოგავა: გაერო-ს კვლევით, გადაშენების პირას მდგომი ერი ვართ...
- +

28 დეკემბერი. 2019. 20:47

 

 

„გაერო-ს კვლევით, გადაშენების პირას მდგომი ერი ვართ. დემოგრაფიული კატასტროფა სახეზეა“, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დემოგრაფიული პრობლემაა. ბოლო 3000 წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად ერთიანი საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო 200 წელსაც არ ყოფილა. ჩვენს თაობებს ბედნიერება ხვდა წილად - სამი ათეული წელია დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. წინაპრებმა კარგად შეგვირჩიეს ადგილი, ბევრი პლუსი აქვს: კლიმატი, გეოგრაფია, მთები, ტყეები, წყალი, თუმცა მცირემიწიანობის, ომიანობისა და სასიცოცხლო არეალის ნაკლებობის გამო ვერ ხერხდებოდა ქართველი ერის გამრავლება, თამარის ეპოქის გამოკლებით.

 

გაერო-ს კვლევით, გადაშენების პირად მდგომი ერი ვართ. დემოგრაფიული კატასტროფა სახეზეა. ქვეყანაში, სადაც 50 ათასი ბავშვი იბადება წლიურად 60 000 აბორტი კეთდება, ბევრ რამეზე დაფიქრებაა საჭირო.

 

ცარიელი სივრცეების დაკავებას აუცილებლად შეეცდებიან სხვა ქვეყნებიდან მოსულები. ჩვენს სამხრეთით ისეთი ქვეყნებია, სადაც შობადობა მაღალია, ტერიტორიები დიდია, მაგრამ 80-90 % უდაბნოა.

 

იქ მოსახლეობა პატარა ზოლებში, მდინარეების ან ზღვის გასწვრივ სწრაფად მრავლდება. აქედან უნდა ველოდოთ ძირითად მიგრაციას ჩვენკენ და ეს პროცესი დაწყებულია. საჭიროა კომპლექსური მრავალწლიანი პროგრამა, ერის კონსოლიდირება ამ პრობლემის დასაძლევად, ეს უნდა გახდეს ეროვნული პროექტი, ქართული სტრატეგია. თუმცა ვერ ხერხდება, რადგან მსოფლიო გლობალისტური ამოცანები და დღის წესრიგი სხვაგვარია“, - აღნიშნავს ირაკლი გოგავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი