logo_geo
როგორ უნდა გააქტიუროთ სიყვარულის ენერგია და მოიზიდოთ მატერიალური კეთილდღეობა
- +

28 დეკემბერი. 2019. 21:37

 

„ზოგადად, ჩვენ გარშემო ყველაფერს აქვს ენერგია, რა თქმა უნდა, ფულსაც, ფულთან დაკავშირებთ არსებობს წესები, რომლებიც ზუსტად ერგება ასტროლოგიურ პარამეტრებს, მათი დაცვა კი ერთგვარ პრიორიტეტს მოგანიჭებთ“,-ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „თბილისელების“ სტატიაში საუბრობს.

 

„ფულის  სწორად შენახვა-გადანაწილება და საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის სწორად მოწყობა დაგეხმარებათ  მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და უკეთესი მომავლის დაგეგმვაში. გაითვალისწინეთ, რომ სიყვარულშიც კონკრეტული ასტროლოგიური რჩევები დაგეხმარებათ.

 

ფულს უყვარს, როცა ლამაზ საფულეში ინახავენ და უფრთხილდებიან. არ უყვარს, როცა უდიერად ექცევიან და ჯიბეში იკუჭავენ. ფული გრძნობს ადამიანის მისადმი დამოკიდებულებას. ამიტომ, როგორც ყველაფერი სამყაროში, ფულიც იმისკენ მიილტვის, ვისაც ის უყვარს, მისი ფასი იცის, სწორად და სუფთად ინახავს. მას აქვს მენტალური სხეული და სწორედ ამის მეშვეობით გრძნობს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ. თუ თქვენთვის ფული სიამოვნების, სიხარულის, თავისუფლების, ძალაუფლების, სიმშვიდისა და სტაბილურობის მომტანია და არა მხოლოდ „ხელის ჭუჭყი“, მაშინ ის თქვენდამი კეთილგანწყობილი იქნება.

 

თუ თქვენ ხშირად წუწუნებთ მის ნაკლებობაზე ან ტრაბახობთ, რომ საფულეში ფული სულ გაქვთ, ამით მის ენერგიას ასუსტებთ. ფულს უყვარს, როცა მას თავისი ადგილი აქვს, ამიტომ, შეარჩიეთ ლამაზი საფულე, ახალ მთვარეზე კი ამოიღეთ იქიდან ფული და  დაანახვეთ მთვარეს-ამით მას უფრო მეტად მოიზიდავთ. არ გირჩევთ, მისი განკარგვა სხვას მიანდოთ, რადგან ფულმა გაბრაზებაც იცის. ნუ იტყვით კონკრეტულ კონკრეტულ თანხაზე-ეს შავი დღისთვის მაქვს გადანახულიო, არც სხვას დაათვლევინოთ ის.

 

თუ თქვენს ფინანსებს სხვას დაათვლევინებთ, ჩათვალეთ, რომ ფულის ენერგიის ნაწილს ის ითვისებს. ასევე, ფული არ ისესხოთ უცნობი ადამიანისგან, ჯობია, ის ახლობელს გამოართვათ. ფულის სესხება კარგია ახალი მთვარის შემდეგ, პირველ კვირაში, მისი დაბრუნება კი სასვე მთვარის შემდეგ ჯობია. ფული ისესხეთ დღისით, მზის ჩასვლამდე, რომ მერე მისი დაბრუნება არ გაგიჭირდეთ.

 

თუ ფინანსებთან ერთად, პ0ირად ცხოვრებაშიც წარუმატებელი ხართ, მაშინ თავად უნდა იზრუნოთ და ისე მოიქცეთ, რომ ამ ორი სფეროს-მატერიალურისა და სიყვარულის -ენერგეტიკა გააძლიეროთ. ამ მხრივ წარმატებული რომ იყო-სიყვარულშიც გაგიმართლოთ და თქვენი შემოსავლებიც მნიშვნელოვნად გაიზარდოს, შემდეგი წესები უნდა გაითვალისწინოთ:

 

საცხოვრებელი სახლის დასავლეთ ნაწილში დადგით ყულაბა და შიგ ჩაყარეთ ხურდა ფული;

 

იმ ადამიანებმა, ვისაც სიყვარულში პრობლემები,  აუცილებლად უნდა გააქტიუროს და გააძლიეროს სიყვარულის ენერგიის შემოდინება სახლში-ოთახში დადგით ლამაზი, გამჭვირვალე მინის ჭურჭელი და შიგ ჩაყარეთ წითელი ფერის ქვები, ჩაასხით წყალი და მუდმივად იქონიეთ წითელი ფერის ცოცხალი  ყვავილები. წყალი ხშირად ცვალეთ, რათა ყოველთვის სუფთა იყოს.

 

გადახედეთ თქვენს საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს, დააკვირდით, რა არ არის წესრიგში და რა გიშლით ხელს წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების მოწყობაში;

 

ფული მსხვილი კუპიურებით შეინახეთ. გამიყავით სპეციალური თანხა და არასდროს დახარჯოთ. პირიქით, მიამატეთ და გააბევრეთ. ანუ, ფულის შეგროვებაც ისევე შეაფასეთ, როგორც დამატებითი შემოსავალი და სამსახური;

 

ფულს უყვარს თავისი ადგილი. ეცადეთ, სულ ერთსა და იმავე ადგილას გედოთ;

 

პატივისცემით მოექეცით ხურდა ფულს. ნუ ჩაიყრით მას ჯიბეში ან ჩანთაში, სჯობს, საფულეში, მისთვის განკუთვნილ ჯიბეში მოათავსოთ“,-აღნიშნავს ცაგარელი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი