logo_geo
ნიკა ბერიძე: ბაჩო ახალაიამ გადატენა ავტომატი და დაიყვირა მიუშვით ამათი ქათამი დედას შევ...იო...
- +

28 დეკემბერი. 2019. 21:37

 

 

„თან, ისროდნენ ე.წ. ტრასირებული ტყვიებით, ღამეში რომ ანათებს“, -  იხსენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებათა პირველი სამმართველოს ყოფილი სპეცრაზმელი ნიკა ბერიძე  ორთაჭალის ციხის ბუნტის ჩახშობას გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

„ახლაც ნათლად მახსოვს- ეცვა ჯინსის შარვალი და სპეცრაზმელის შავი „კურტკა“, ხოლო გულზე ავტომატიც ეკიდა! ასევე ავტომატებით იყვნენ მისი ძმა-დათა (რომელიც მაშინ კუდ-ის დეპარტამენტის უფროსი იყო) და მეგის ქარდავა.

 

მთელი ეს ჯარი იდგა სახით ციხის კორპუსისკენ, რომლის ფანჯრებში ჩანდნენ პატიმრები, რომლებიც ყვიროდნენ და აპროტესტებდნენ, როგორც მათ „ციხის მაყურებლებმა“ უთხრეს, ქურდებს ცემას! ფანჯრებიდან ცვიოდა ჭურჭელი, ცეცხლმოკიდებული ნივთები-მოკლედ ერთი გნიასი იყო!

 

ჰოდა, ჩვენი მისვლიდან ხუთ-ათ წუთში, ამ პატიმრების ხმაურში, ბაჩო ახალაიამ გადატენა ავტომატი და დაიყვირა, მიუშვით ამათი ქათამი დედას შევ...ო და მართლაც მიუშვეს ავტომატის ჯერი ციხის კედლებს და საკნების ფანჯრების გისოსებს! თან, ისროდნენ ე.წ. ტრასირებული ტყვიებით, ღამეში რომ ანათებს!“ - აღნიშნავს ნიკა ბერიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი