logo_geo
2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- +

1 იანვარი. 2020. 16:54

 

ვერძი

ამ წლის განმავლობაში საშუალება გაგიჩნდებათ, კარდინალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, თავი დააღწიოთ ძველ, მომაბეზრებელ კავშირებს, კარიერული კუთხით ახალ საფეხურზე ახვიდეთ, შეიძინოთ ახალი სტატუსი და წამოიწყოთ ახალი საქმიანობა.

პოზიტიური წელი იქნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის, საცხოვრებელი სივრცის შეცვლისთვის. იანვრის ბოლოდან აპრილის პირველ ნახევრამდე სასიკეთო იქნება ოჯახური კავშირების გამყარებისა და ჩანაფიქრების რეალიზაციისათვის.

აპრილ-მაისში მოსალოდნელია ახალი ურთიერთობების დაწყება. ივნისის მეორე ნახევარი პოზიტიური იქნება ახალი პროექტების წამოსაწყებად. ზაფხულის მეორე ნახევარში მოიმატებს მოულოდნელი ხარჯების ალბათობა, ამიტომ შეზღუდეთ გასავლები. სექტემბერში ყურადღება ჯანმრთელობას და სამსახურებრივ საკითხებს მიაქციეთ.

ოქტომბრის დასაწყისში და ნოემბერში ფრთხილად იმოქმედეთ და რისკზე წასვლად მოერიდეთ. დეკემბერში გაიზრდება ხელსაყრელი ცვლილებების ალბათობა, რაც როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაზე დადებითად აისახება.

 

კურო

ამ წელს შესაძლებელი გახდება დიდი ხნის ჩანაფიქრის ასრულება.

განსაკუთრებით ეს ეხება შემოქმედებით, კრეატიულ საქმეებს, ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროექტებს. მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება ან განვითარების ახალ საფეხურზე გადასვა. იანვრიდან მარტის ჩათვლით წარმატებული იქნება ახალი საქმეების წამოწყება.

აპრილში დაიკლებს ენერგია და თავდაჯერება, ამიტომ მშვიდად იმოქმედეთ.

მაისი საქმიანი და დატვირთული იქნება, ბევრი მიმართულებით მიაღწევს წარმატებას. ივნისის მეორე ნახევარში ფინანსური სირთულეებია მოსალოდნელი. ივლისში გაგიჩნდებათ პოზიტიური ცვლილებების შანსი. აგვისტო უფრო დაძაბული იქნება, ამიტომ დაისვენეთ და განიტვირთეთ. სექტემბერ-ოქტომბერში სამსახურში მოსალოდნელია წინსვლა. ნოემბერ-დეკემბერში ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმეთ, ამიტომ ამ საკითხების მოგვარება შემდეგი წლისთვის გადადეთ.

 

ტყუპი

ამ წელს შეეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კარგად განსაზღვროთ და ისე იმოქმედოთ. საჭიროების შემთხვევაში რჩევები გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ.

კარგი წელი იქნება სამსახურებრივი საკითხების განვითარებისთვის, სამსახურებრივი ცვლილებებისთვის, ასევე ჯანმრთელობის გამყარებისთვის.

წლის დასაწყისი ახალი ნაცნობობით, ახალი პერსპექტივებით დაგამახსოვრებთ თავს. ამიტომ ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში გამოჩენილ ადამიანებს ყურადღებით მოეკიდეთ. თებერვლიდან აპრილის ჩათვლით მოსალოდნელია, ახალი პერსპექტივები გაგიჩნდეთ.

ეს კარგი დროა წინსვლისთვის. მაისის მეორე ნახევარში და ივნისის დასაწყისში ახლობლებთან ურთიერთობებს გაუფრთხილდით.

შეეცადეთ, გარშემო მყოფებს არ დაუპირისპირდეთ. ივლისსა და აგვისტოში სიტუაცია გაუმჯობესდება და ცხოვრების ბევრი სფერო უფრო ჰარმონიული გახდება.

ნოემბერსა და დეკემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას შეძლებთ და ახალ წელს სასიკეთო სიახლეებით შეხვდებით.

 

კირჩხიბი

ეს წელი თქვენთვის პოზიტიური ცვლილებების მომტანი იქნება. გახდებით პარტნიორებზე ორიენტირებული და შესაბამისად, თქვენც წარმატებებს მათი დახმარებით მიაღწევთ.

კარგი წელი იქნება სხვადასხვა პარტნიორული პროქტის წამოწყებისთვის, ახალი კავშირების დამყარებისთვის, ასევე ქორწინება-განქორწინებისთვის.

იანვრიდან მარტის ჩათვლით მოიმატებს თქვენი შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი, გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობაც. ივნისში დაქვეითდება თქვენი ენერგია, გაიზრდება შეცდომების დაშვების ალბათობაც. ამიტომ მოერიდეთ დაპირისპირებებს. შედარებით რთული იქნება ივლისის დასასრული და აგვისტოც. კონფლიქტური სიტუაციები და უიღბლობა განწყობაზე და ფინანსურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უმჯობესია სექტემბერ-ოქტომბრისთვის გადადოთ, დეკემბერში მეგობრების და პარტნიორების დახმარებით შეძლებთ წინაღობების გადალახვას და სასიკეთო პოზიციის დაკავებას.

 

ლომი

ამ წელში მოგიწევს ბრძოლა, რათა მიღწეული პოზიციები არ დაკარგოთ.

მოგიწევთ, კრიზისულ სიტუაციებს გაუმკლავდეთ და დასძლიოთ შექმნილი წინაღობები. სწორი სტრატეგიის შემუშავების შემთხვევაში მოახერხებთ ვალების გასტუმრებას და ბიზნეს საქმიანობაში წარმატების მიღწევას.

იანვარშივე გადადებულ საქმეებს დაასრულებთ და მოაგვარებთ ძველ პრობლემებს.

თებერვალსა და მარტის დასაწყისში სიტუაცია შედარებით დაბალანსდება და შეძლებთ მიღწეული პოზიციის გამყარებას. მარტსა და აპრილში საშულება მოგეცემათ თავი გამოიჩინოთ. მაისში მოერიდეთ სიჯიუტის გამოვლენას და დიპლომატიას უფრო ხშირად მიმართეთ. ივნის-ივლისში გაუთვალისწინებელი სირთულეები იჩენს თავს.

ამიტომ მობილიზებული იყავით. პოზიტიური ტენდენციების განვითარება უფრო აგვისტოს მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი, როდესაც თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ. ოქტომბერ-ნოემბერში შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა გაგიადვილდებათ.

მიიღებთ მეგობრების დახმარებასაც. ეს პოზიტიური ტენდენციები დეკემბერშიც გაგრძელდება, რაც ახალი, გრძელვადიანი პროექტების დაწებაში დაგეხმარებათ.

 

ქალწული

თქვენთვის ეს წელი პოზიტიური იქნება.

მოიტანს ცნობიერების გაფართოებას, განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის შანსს. მოიმატებს მოგზაურობის, ემიგრაციის ან უცხოელებთან ურთიერთობების შესაძლებლობა.

ეს კარგი წელია განათლების მიღებისთვის. თებერვალ-მარტში არა მარტო სამსახურებრივი დაწინაურების შანსი გაგიჩნდებათ, გაუმჯობესდება თქვენი მატერიალური მდგომარეობაც. მაისი და ივნისი მოიტანს ახალ პარტნიორებთან კავშირებს.

კარგი დროა დაოჯახებისთვის. ივლის-აგვისტო ფრთხილად გაიარეთ და მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს. სექტემბრიდან ენერგიის აკუმულირებას შეძლებთ და ახალი ენერგიით დაიწყებთ დასახული მიზნების მიღწევას.

ოქტომბრის მეორე ნახევარი, ნოემბერი და დეკემბერი ძალზე სასიკეთო იქნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის, მოგზაურობისთვის და საცხოვრებელი სივრცის შეცვლისთვის, ასევე გადადებული საქმეების დასრულებისა და ახალი გეგმების შემუშავებისთვის.

 

სასწორი

ეს კარგი წელია გავლენიან ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობებისთვის. წლის დასაწყისიდან ურთიერთობები გარშემო მყოფებთან უფრო ჰარმონიული გახდება.

საინტერესო პერსპექტივების მომტანი იქნება თებერვალი და მარტი, როდესაც აქტიურობის ხარჯზე მოახერხებთ წინ წაწევას.

მოსალოდნელია სამსახურებრივი ცვლილებებიც. აპრილში გაუფრთხილდით ენერგიას და ჯანმრთელობას. მაისში ენერგეტიკული აღმავლობის პერიოდი დაიწყება, რომელიც ივნისის ბოლომდე გასტანს.

შეძლებთ დადებითი პარტნიორული კავშირების დამყარებასაც.

შედარებით რთული იქნება ივლი და აგგვისტო, რაც თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამიტომ ძალები აღიდგინეთ.

სექტემბრიდან შესაძლოა ახალ საქმეებში ჩაებათ, რაც მოწყენის საშუალებას ნადვილად არ მოგცემთ.

მოიმატებს მოგზაურობის ალბათობაც. ეს ყოველივე ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დეკემბერში მეტი ეკონომიურობის გამოჩენა გმართებთ.

მოერიდეთ სარისკო წამოწყებებს.

 

მორიელი

მიმდინარე წელი თქვენთვის მოგზაურობის, მეგობრული წრის გაფართოების და ახალი ნიჭის გამოვლენის დრო იქნება. მოსალოდნელია სწორედ ამ წელს შეიძინოთ ახალი თანამოაზრეები ან აღმოჩნდეთ ახალ კოლექტივში, სადაც თქვენს ენერგიას გაერთიანებთ სხვა ადამიანების ენერგიასა და რესურსებთან და ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებთ.

იანვრიდანვე დაიწყება სასიკეთო ცვლილებები საქმიან თუ პირად ცხოვრებაში. ეს განსაკუთრებით სამსახურებრივ საკითხებს შეეხება. თებერვლიდან აპრილის ჩათვლით მოგიწევს კრიზისული სიტუაციების დალაგება და ძველი პროექტების დასრულება.

გააქტიურდება სამსახურებრივი საკითხები.

მაისი და ივნისი რომანტიკული თავგადასავლების დროა.

ივლისის ბოლო და აგვისტო თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმპულსურად არ მიიღოთ.

სექტემბერში შეეცადეთ, თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს თავი გაართვათ.

ოქტომბერი მოსალოდნელია დაძაბული აღმოჩნდეს, ამიტომ ურთიერთობებში დაპირისპირებას მაქსიმალურად მოერიდეთ.

ნოემბრის დასაწყისიდან წლის ბოლომდე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

 

მშვილდოსანი

თქვენთვის ეს ორმაგი დატვირთვის წელი იქნება. მნიშვნელოვანია წარსულის ანალიზი, საკუთარ თავში ჩაღრმავება და დასკვნების გამოტანა.

ეს შექმნის კარგ შანსს, რომ სწორად დაგეგმოთ მომავალი.

იანვარ-თებერვალში რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება მოგიწევთ, ამიტომ მობილიზება და ორგანიზება გმართებთ.

მარტი და აპრილის დასაწყისი უფრო სტაბილური იქნება. მაისსა და ივნისში შემოქმედებითი ენერგია მოიმატებს, თუმცა გაიზრდება ილუზიების ალბათობაც.

ამიტომ მიღებული ინფორმაცია გადაამოწმეთ ხოლმე. სექტემბერ-ოქტომბერი პასიური იქნება.

ამიტომ ნუ გარისკავთ.

ნოემბრიდან თქვენი ენერგიულობა მოიმატებს.

მოსალოდნელია სამსახურებრივი ცვლილებები და მოგზაურობა.

თუმცა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა უმჯობესია დეკემბრამდე გადადოთ, როდესაც კვლავ პოზიტიური პერიოდი დაიწყება და მეტად გაგიმართლებთ.

 

თხის რქა

ეს თქვენი წელია, ამიტომ ეს თქვენთვის ჩანაფიქრის რეალიზაციის, სიახლეების განხორციელებისა და შეუპოვარი შორის პერიოდად იქცევა. მიზნები-მასშტაბური, ხოლო ცვლილებები - კარდინალური იქნება.

ეს აქტიური მოქმედებების წელია, ამიტომ ნურაფერ სამომავლოდ ნუ გადადებთ. თებერვალსა და მარტში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება, როდესაც არა მხოლოდ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ, არამედ ამბიციურ ჩანაფიქრებს განახორციელებთ. მაისის მეორე ნახევრიდან  ფრთხილად იმოქმედეთ.

უთანხმოებები ახლობლებთან და მუშაობის დაძაბული გრაფიკი ჯანმრთელობაზეც ნეგატიურად აისახება.

თუმცა ივნისის ბოლოდან სიტუაცია დაბალანსდება.

სექტემბერ-ოქტომბერში აქტიურობის და აღმავლობის პერიოდი დაიწყება და განიმტკიცებთ ავტორიტეტს.

სამსახურია და კარიერის კუთხით მოსალოდნელია წარმატების მიღწევა. დეკემბერში წინდახედული იყავით და მიღწეული პოზიციების განმტკიცებისთვის იზრუნეთ.

 

მერწყული

ამ წელს მაქსიმალური ძალისხმევა გამოავლინეთ, რათა ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგექმნათ.

იანვრის  მესამე დეკადიდან ძალებს მოიკრებთ, თებერვალ-მარტში კი უფრო პროდუქტიული გახდებით.

აპრილ-მაისში იდეების განვითარებას შეძლებთ.

ივნისში სასიკეთო შედეგებს მიიღებთ, თუმცა ნუ მოდუნდებით.

ივლის-აგვისტოში მაღალი იქნება ხარჯებისა და ცდუნების ალბათობა, რომელსაც თავი უნდა მოარიდოთ.

სექტემბერ-ოქტომბერი პოზიტიური ცვლილებების და ახალი ურთიერთობების ალბათობა.

ნოემბერში მოერიდეთ დაპირისპირებებს, განსაკუთრებით სამსახურში. შეეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობები.

 

თევზები

ამ წელს მოგეცემათ შესაძლებლობა, გადატვირთოთ თქვენი ცხოვრება.

უპირველესად ეს ურთიერთობებს, კავშირებს, ცოდნის მიღება-გადაცემას ეხება. ეს კარგი წელია სწავლისა და უკვე შეძენილი ცოდნის გამოყენებისთვის.

ყურადღება მიაქციეთ უახლოეს გარემოცვას, ამ წელს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინ იდგება თქვენ გვერდით და ყოველდღიურ ცხოვრებაში ვინ დაგეხმარებთ.

იანვარში ჩაერთვებით ახალ პროექტებში. თებერვალ-მარტი ჰარმონიული იქნება. შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გამყარებას.

აპრილიდან საქმიან ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ალბათობა მოიმატებს.

ინტუიცია დაგეხმარებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ეს პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდება ივლისის დასასრულამდე.

აგვისტო შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდად უნდა ჩაითვალოს.

ამ პერიოდში პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პოზიტიური  ცვლილებები.

ნოემბრიდან გეგმების რეალიზებას უნდა შეუდგეთ, მოსალოდნელია იპოვოთ ახალი მოკავშირეები და სპონსორები. ეს პოზიტიური ტენდენცია წლის ბოლომდე გასტანს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი