logo_geo
დავით თაქთაქიშვილი: ვირთაგვას აქვს ერთი არაჩვეულებრივი უნარი...
- +

2 იანვარი. 2020. 10:25

 

„ვირთაგვას აქვს ერთი არაჩვეულებრივი უნარი - თავიდან ყოველთვის მცირე დოზებით სინჯავს საკვებს და როგორც კი საშიშროებას იგრძნობს, ჭამას წყვეტს...“ - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში დავით თაქთაქიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ადამიანები ახალ-ახალ საშუალებებს იგონებენ, რომ ვირთაგვებს შეებრძოლონ. ყველაზე ხშირად შხამებს იყენებენ, მაგრამ ვირთაგვას აქვს ერთი არაჩვეულებრივი უნარი: თავიდან ყოველთვის მცირე დოზებით სინჯავს საკვებს და როგორც კი საშიშროებას იგრძნობს, ჭამას წყვეტს. გარდა ამისა, ის ამ ინფორმაციას თანამოძმეებსაც გადასცემს. ვირთაგვები ერთად წყვეტენ საკითხს, შეჭამონ ესა თუ ის საკვები, თუ უარი თქვან. ვირთხებს უცხო კერძის გასინჯვაც არ უყვართ. ინფორმაციას ისინი ულტრაბგერით გადასცემენ. ამგვარად სხვებს აფრთხილებენ, რომ საკვები საშიშია! საკმარისია ერთი ვირთხა დავიჭიროთ, რომ ის სიგნალებს გადასცემს და სხვები სასწრაფოდ იმალებიან.

 

მათ სამი დღის განმავლობაშიც კი შეუძლიათ წყალში ყოფნა. მომთაბარე ცხოვრებას მისდევენ და შეუძლიათ დღეში 10-დან 50 კილომეტრამდე მანძილი დაფარონ.

 

ვირთაგვა ძალიან გამძლე, ამტანი არსებაა, უწყლოდ გაძლება 10 დღის განმავლობაში შეუძლია. ადამიანს ვირთაგვა იშვიათად ესხმის თავს, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ის ძალიან მშიერია ან ჯგუფთან ერთადაა“,-აღნიშნავს დავით თაქთაქიშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი