logo_geo
ილია მეორე: დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად...
- +

2 იანვარი. 2020. 11:54

 

გაზეთი „კვირის პალიტრა“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საკვირაო ქადაგებისას წარმოთქმულ სიტყვას აქვეყნებს, სადაც უწმინდესი ბრძანებს, რომ დიდებით მოვა მაცხოვარი და ის მიმართავს ორ ნაწილად გაყოფილ საზოგადოებას.

 

„დღევანდელი სახარება, მათეს სახარება მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იქნება მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად, ნაწილი დადგება მარჯვნივ, ნაწილი მარცხნივ და მარჯვენა მხარეს მდგომთა ეტყვის უფალი: „მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ, მე მწყუროდა და თქვენ მასვით, მე ვიყავი საავადმყოფოში, ციხეში და თქვენ მომინახულეთ მე. მოვედით კურთხეულნო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი“.  და მარცხენა მხარეს მყოფთ ეტყვის: „ მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მაჭამეთ, მწყუროდა და თქვენ არ მასვით“. ეს მიგვითითებს იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ, რა უნდა აკეთოს ყოველმა ადამიანმა. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი თვითონ ირჩევს მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს. სახარებაში წერია: „ჟამი ახლოს არს და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნის და ხალხის მთელი მსოფლიოს მარჯვენით დგომა. მარჯვენა არის ღვთის სადიდებელი, ღვთის ნების ყოფა, ღვთის ნების ქმნა“, - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი