logo_geo
ია ფარულავა: გოჭის წელი ჩემთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა...
- +

11 იანვარი. 2020. 12:20

 

 

„გოჭის წელი ჩემთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა...“ - ამის შესახებ მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ერთ რამეს გაგიმხელთ - მე არ ვაკვირდები წლებს. ჩემი ახალგაზრდობის ერთ-ერთი საიდუმლო ესეც არის. ყურადღებას არ ვაქცევ, რომელი  წელი გავიარე და უკან რამდენი წელი ჩამოვიტოვე.

 

პიროვნულად ეს წელი ჩემთვის ძალიან ძლიერი იყო. გადავედი ჩემი ოცნების ახალ ბინაში, ჩემმა გადაცემამ „ფარულმა კონვერტმა“ მაღალი რეიტინგით ძლიერად მოიკიდა ფეხი „რუსთავი 2“-ზე. მრავალი ჭექა-ქუხილისა და ქარტეხილის მიუხედავად, გადაცემა არხზე დარჩა და სიცოცხლე განაგრძო.

 

ასევე წელგამართულად მუშაობს ჩემი სასტუმრო „ქისი“.

 

მოკლედ, გოჭის წელი ჩემთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა. ამ წელიწადშიც ბევრი ვიმოგზაურე, თუმცა, იმდენი არა, რამდენიც მინდოდა. 2019 წელს მნიშვნელოვანი კიდევ ის მოხდა, რომ მანქანა გავყიდე, რადგან ამ ქალაქში ავტომობილით სიარული სრული კოშმარია!

 

მირჩევნია, პრემიუმ კლასის ტაქსი გამოვიძახო და ისე ვიარო. მძღოლის აყვანაც არ შემიძლია, რადგან შემდეგ სულ ვდარდობ ჩემს მძღოლზე, ხომ არ შია, ხომ არ სცივა, ხომ არ ეჩქარება. ტაქსი ყველაზე მეტად მომწონს“, - აღნიშნავს ია ფარულავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი