logo_geo
ნინო სურგულაძე: სამყარო იქით მიდის, რომ ადამიანების განმარტოება ხდება, რაც არ მომწონს
- +

11 იანვარი. 2020. 14:24

 

 

„სამყარო იქით მიდის, რომ ადამიანების განმარტოება ხდება, რაც არ მომწონს“, - ამის შესახებ მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„დღევანდელი ახალგაზრდა ქალი ემანსიპირებული, დამოუკიდებელია, მაგრამ, მინდა გითხრათ, ქალისთვის ბოლომდე დამოუკიდებლობა არ არის საჭირო, იმ მხრივ, რომ ქალის გვერდით მაინც მამაკაცი ასოცირდება. თუმცა, სამყარო იქით მიდის, რომ ადამიანების განმარტოება ხდება, რაც არ მომწონს.

 

ქართველებს შენარჩუნებული გვაქვს ერთმანეთის გვერდით დგომა. ჯერ კიდევ არ გვაქვს ის დისტანციური ურთიერთობა, რაც ევროპაშია, მხოლოდ შობაზე რომ ხვდებიან ერთმანეთს.

 

დღევანდელი ქალი საქმიანია, ოჯახის ბურჯია, შვილიც არის, მეგობარიც.

 

ძალიან ბევრი რამ გააერთიანა ქალმა და ეს დრომ მოიტანა“, - აღნიშნავს  ნინო სურგულაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი