logo_geo
მიხეილ ცაგარელი: ვირთხა ყველასგან და ყველგან მოითხოვს სამართლიანობას
- +

11 იანვარი. 2020. 14:27

 

 

„ვირთხა ყველასგან და ყველგან მოითხოვს სამართლიანობას“,- ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ვირთხის წელიწადში წარმატების ფორმულა ასეთია: ინტელექტი + სიფრთხილე (ინტუიცია) + პრაგნატიზმი = წარმატებას. ვირთხა ყველასგან და ყველგან მოითხოვს სამართლიანობას. ხასიათი უკომპრომისოა, არ ელოდება იღბლის საჩუქრებს  და ყველაფერს შრომისუნარიანობით, მიზანსწრაფვით, ინტუიციით, ნებისყოფით აღწევს.

 

ვერ იტანს ზარმაცებს, პატივს სცემს ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს, ოჯახის ინსტიტუტს. ცდილობს, რასაც იშოვის, თავის სახლში მიიტანოს. ამიტომ, ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი მას შემონახული აქვს სურსათ-სანოვაგე. ინტუიციით პირველი გრძნობს ხიფათს და პირველი გარბის იმ გარემოდან, რომელიც საფრთხის შემცველია. ზემოთქმული ადამიანებსაც ეხება და თუ იმავე თვისებებს გამოიჩენთ, მაშინ წარმატებული წელი გექნებათ“, - აღნიშნავს ცაგარელი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი