logo_geo
მამუკა ქობალავა: ქართველების წარმოდგენა გულის ტკივილზე ხშირად რეალობისგან განსხვავებულია
- +

12 იანვარი. 2020. 11:40

 

„გულს არ ახასიათებს ჩხვლეტითი, გამჭოლი, ლურსმნისებრი ტკივილები...“,- ამის შესახებ კარდიოლოგი და მედიცინის აკადემიური დოქტორი მამუკა ქობალავა ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ქართველების წარმოდგენა გულის ტკივილზე ხშირად რეალობისგან განსხვავებულია. გულს არ ახასიათებს ჩხვლეტითი, გამჭოლი, ლურსმნისებრი ტკივილები, ამის უკან, როგორც წესი, კისრის მალების ოსტეოქონდროზი ან ნევრალგიური ტკივილები დგას, სამწუხაროდ, ნაკლებად აქცევენ ყურადღებას სხვა სიმპტომატიკას - კუჭისთავთან დისკომფორტს, მკერდის ძვალთან მოჭერას, ქვედა ყბის ან ხელების დაჭერას.

 

2019 წლის გზამკვლევებში ცალსახად ხაზგასმულია, რომ თუ ქალბატონებს ეწყება მკვეთრი ქოშინი, ეს სტენოკარდიის ეკვივალენტია. ასეთ შემთხვევაში, ნორმალური კარდიოგრამის ან ექოსკოპიის მიუხედავად, პაციენტს  შესაძლოა ჰქონდეს ინფარქტის წინა მდგომარეობა, ამიტომ სწორად მიღებულ ინფორმაციას და ავადმყოფის ისტორიას პრინციპული მნიშვნელობა აქვს“,- აღნიშნავს მამუკა ქობალავა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი