logo_geo
რეზო ამაშუკელი: დარწმუნებული ვარ, სტრასბურგში ჩაეთრა ეს გათახსირებული სააკაშვილი და...
- +

7 მარტი. 2017. 10:50


„თუ „რუსთავი-2" ნაციონალების ხელში დარჩება, ქვეყანას სამოქალაქო ომამდე მიიყვანენ!" - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს" დამფუძნებელმა, პოეტმა რეზო ამაშუკელმა „ასავალ-დასავალთან" განაცხადა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.


როგორც ამაშუკელი აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილებაში დიდი როლი სააკაშვილმა შეასრულა. მისი თქმით, სასამართლოში ნაციონალებს თავიანთი წარმომადგენელი, ნონა წოწორია ჰყავთ.


„დარწმუნებული ვარ, სტრასბურგში ჩაეთრა ეს გათახსირებული სააკაშვილი და დიდი ფული ჩაყარა, რომ როგორმე ხელი შეუშალოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. თანაც, ნაციონალებს სტასბურგის სასამართლოში თავიანთი წარმომადგენელი ჰყავთ - ვინმე ნონა წოწორია - რომელიც ადეიშვილის მოადგილე იყო!

 

„რუსთავი-2" არ არის არც ტელევიზია, არც სიტყვის თავისუფლება და არც ჟურნალისტიკა, არამედ ეს არის ნაციონალებისა და ლიბერასტების ერთმანეთში შეზავებული შხამი და ჩირქი, რომელსაც სურს, საქართველოში ბოლომდე გაანადგუროს ყველაფერი ეროვნული და ქართული!" - აცხადებს რეზო ამაშუკელი.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი