logo_geo
გიორგი ვაშაძე: ბაქრაძის გაკეთებული არავის არაფერი უნახავს
- +

23 ნოემბერი. 2016. 02:04



ჩრდილში ყოფნის სტრატეგიიდან გამომდინარე, ბაქრაძის სტრატეგიაა, რომ არასდროს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აეღო",- ამის შესახებ „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში ისაუბრა. ვაშაძის განცხადებით, დავით ბაქრაძის გაფუჭებული ღიად არავის ახსოვს, სწორედ ამან განაპირობა მისი რეიტინგი.


ბაქრაძის გაკეთებული არავის არაფერი უნახავს. გაფუჭებული ასე ღიად არავის ახსოვს და დღეს ამიტომ არის მისი რეიტინგი. თუმცა ის ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი, რომ მისი პარლამენტის სპიკერობის პერიოდში ვერ მოხდა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის ძალაუფლების დაბალანსება. უბრალოდ, ჩრდილში ყოფნის სტრატეგიიდან გამომდინარე, მისი სტრატეგიაა, რომ არასდროს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აეღო",- განაცხადა ვაშაძემ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი