logo_geo
მიხეილ ცაგარელი: წლის ბოლომდე პლანეტა იუპიტერი ხელს შეუწყობს ახალი, საინტერესო ლიდერების გამოჩენას
- +

14 იანვარი. 2020. 14:49

 

„6 მაისამდე მოხდება ძალთა გადანაცვლება, რომელიც არ იქნება სასარგებლო ფორმალური ძალაუფლებისთვის“,-ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„6 მაისამდე მოხდება ძალთა გადანაცვლება, რომელიც არ იქნება სასარგებლო ფორმალური ძალაუფლებისთვის. იანვარში წინა პლანზე წამოიწევს ლოგიკური აზროვნება და კაცთმოყვარეობის პრინციპები, მოხდება ისტორიული გამოცდილების გადაფასება, სულიერ ფასეულობებზე დაყრდნობა. 6 მაისიდან კარმული კვანძები იცვლიან პოზიციას და უახლოესი წელიწად-ნახევრის განმავლობაში უკანა პლანზე გადაიწევს კონსერვატიული ფასეულობები და ისინი აღარ შეუშლიან ხელს განვითარებას, ანუ გამახვილდება თანასწორუფლებიანობა და არა ავტორიტეტის ტენდენცია.

 

თითქმის მთელი წლის განმავლობაში დიდი კოსმიური მასწავლებელი, მუხრუჭი პლანეტა სატურნი იმყოფება, თხის ზოდიაქოში. 23 მარტს ის მცირე ხნით, 2 ივლისამდე, საცდელად გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში და ამით მეტად დააყენებს საკითხს პიროვნული და კოლექტიური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარების კუთხით. 2 ივლისს იმ დაბრუნდება თხის რქის ზოდიაქოში, ხოლო 1 ოქტომბრიდან, გახდება რა დირექტიული (სწორმავალი), პოლიტიკური ძალების განლაგების მხრივ, ყველაფერს დაალაგებს და მოაწესრიგებს. 17 დეკემბრიდან ის საბოლოოდ გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში ორ-ნახევარი წლით. ამით მეტად გაამახვილებს ისეთ ფასეულობებს, როგორიც არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კაცთმოყვარეობა. წლის ბოლომდე გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი იმოძრავებს თხის რქის ზოდიაქოში და ამით ხელს შეუწყობს ახალი, საინტერესო ლიდერების გამოჩენას, რომლებიც მეტ პატივისცემას გამოავლენენ საკუთარი ქვეშევრდომების მიმართ, იანვარში კი, ის აიძულებს ზოგიერთ გავლენიან ფიგურას, დატოვოს თანამდებობა. ამასთანავე, ის ხელს შეუწყობს 19 დეკემბრიდან ახალი დამოუკიდებელი ლიდერების გამოჩენას, რომლებიც შემდგომ შეცვლიან დრომოჭმული სისტემით მართვას, ახალი განვითარებისთვის აუცილებელი მმართველობის სისტემით.

 

შავი მთვარე (მაცდუნებელი ძალა - ლილიტი) 28 იანვრამდე იმყოფება თევზის ზოდიაქოში, რაც ხელს შეუწყობს რელიგიური ფანატიზმის, რელიგიურ კონფესიებში შიდა აღრევის ტენდენციების გაღვივებას, ღალატს. 28 იანვრიდან კი გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში, სადაც გასტანს 21 ოქტომბრამდე და მაისამდე შეუერთდება ქირონის ასტეროიდს, რაც მეტად გააღვივებს ინტრიგებს, მოტყუებებს მოლაპარაკებისას, აგრესიულ გამოვლინებებს. აგვისტოში შავი მთვარე შეუერთდება მარსის აგრესიულ ენერგიებს, ასეთმა კავშირმა კი შესაძლოა, გამოიწვიოს სერიოზული კონფლიქტები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნებს შორის, ასევე, სამხედრო გადატრიალებები, კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესება.

 

10 სექტემბრის შემდგომ უკანმოძრავი მარსი კვლავ შეხვდება შავ მთვარეს, რამაც შესაძლოა კვლავ ახალი ძალით გაამახვილოს აგრესია და კონფლიქტები. თეთრი მთვარე (მფარველი ანგელოზი - სელენა) 16 მაისამდე იმოძრავებს სასწორის ზოდიაქოში, რაც სასიკეთო ცვლილებებს შეიტანს სასამართლო  ორგანოებში, გააღვივებს დიპლომატიურობას, ხელს შეუწყობს პარტნიორულ ურთიერთობებს.

 

2020 წლის ძირითადი ნაწილი, შავი მთვარე (ვერძში) და თეთრი მთვარე (სასწორში), ურთიერთსაწინააღმდეგო საბრძოლო პოზიციებში არიან. თუმცა, ძალთა ბალანსი ცოტა შავი მთვარისკენ იხრება. 16 მაისს თეთრი მთვარე გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოში, რაც გასტანს 15 დეკემბრამდე და ამით მკაცრად გაილაშქრებს ყველა სახის ძალადობის წინააღმდეგ.

 

დაჭერილი იქნებიან კრიმინალური ელემენტები და მათი ხელმძღვანელები. ხელი შეეწყობა სულიერების განვითარებას, ტურიზმსა და უცხოეთთან აქტიურად კონტაქტს“,- აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი