logo_geo
ლევან კობერიძე: ე.წ. შავ სიაში თვითონ „ნაცმოძრაობაა“ ჩასაწერი
- +

15 იანვარი. 2020. 17:58

 

 

ე.წ. შავ სიას, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები მუშაობენ, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აფასებს.

 

„ე.წ. შავი სიების გამოქვეყნება არ არის მექანიზმი, რომელიც კანონის შესაბამისად ამოქმედდება. დამნაშავე წინა ხელისუფლების დროსაც ბევრი იყო, ახლა კი იგივე ხალხი წერს სიას ხელისუფლების ქმედებებზე. ე.წ. შავ სიაზე რომ ილაპარაკო, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს. მოქალაქეებს სურთ სამართლის აღსრულება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და არა რაღაც ე.წ. შავი სია. ე.წ. შავ სიაში თვითონ „ნაცმოძრაობაა“ ჩასაწერი“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

ცნობისთვის, ოპოზიციის „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ წევრები ე.წ. შავ სიაზე მუშაობენ. მათი თქმით, გარდა მსხვერპლებისა, ე.წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიის ფორმირებაც მოხდება, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნიან და მათგან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი