logo_geo
ოთარ მეგრელიძე: ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი არჩევანი, სიცოცხლე გამოცდაა
- +

20 იანვარი. 2020. 23:53


მხატვარი, კალიგრაფი, ილუსტრატორი ოთარ მეგრელიძის მოსაზრებით, ხელოვნება ადამიანებს უნდა ეხმარებოდეს სილამაზის დანახვაში, აღქმაში ან უბრალოდ, იმაში, რომ  პოზიტივი მიიღოს. სიკეთე, სიცოცხლის აზრი აჩვენოს.


მისივე თქმით, სიცოცხლე არის - გამოცდა მარადისობისთვის. ხოლო ვინ, როგორ გადავა მარადისობაში, ეს ადამიანებზეა დამოკიდებული.

 

ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი არჩევანი - შეუძლია აირჩიოს სიკეთის გზა, ან სხვა...“, - მიაჩნია მხატვარს

 

GHN-თან ინტერვიუში ოთარ მეგრელიძე ყვება, როგორ დაეხმარა მას აკადემიაში ჩაბარებისას ეკლესიის ეზოში ძველი საფლავის ქვებზე გაკეთებული მხედრული დამწერლობები.

 

„1980 წელს მე და ჩემმა მეგობარმა დავიწყეთ მოგზაურობა საქართველოში. წავიღეთ მოლბერტები, ჯერ ლენტეხში ავედით, შეემდეგ კასპში, სიღნაღში... ვხატავდით ძველ ეკლესიებს, ჩუქურთმებს, ციხესიმაგრეებს... შემდეგ ეკლესიის ეზოში საფლავის ქვებზე ვნახე ეპიტაფიები, რომელიც უმეტესად მხედრული დამწერლობით იყო შესრულებული. ეს იმდენად ლამაზი იყო, ძალიან მომეწონა. მაშინვე ჩანახატი გავაკეთე და რომ დავბრუნდი ვარჯიში დავიწყე. აკადემიაში, რომ ვაბარებდი, ერთი ქულა მაკლდებოდა, ქართულში მქონდა წერა, ხუთიანი უნდა მიმეღო. ჰოდა, დავწერე ამ კალიგრაფიით და მივიღე ხუთიანი. კალიგრაფიამ გადამარჩინა და ასე ჩავაბარე აკადემიაში“, - აცხადებს მხატვარი.  

 

 

 

big_banner
არქივი