logo_geo
ირაკლი გოგავა: ერთხელ შევარდნაძესთან მოვხვდი და ვკითხე, ამერიკული ჯგუფები რატომ გიტევენ-მეთქი...
- +

22 იანვარი. 2020. 15:15

 

„საჭიროა აქტიური მუშაობა: ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვში, თურქეთსა და ჩვენს უშუალო მეზობლებთან“, - ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

 

„ოპოზიციური პარტიების ტელეარხებს რომ დააკვირდეთ, რესპონდენტების სია არის ერთი და იგივე. მხოლოდ სიხშირე განსხვავდება. ამიტომ, „ხელი ხელს ბანს“ პრინციპია და ესაა კოლბაში გამოყვანილი პოლიტიკა, რაც აფერხებს საზოგადოებას. ვფიქრობ, ორგანიზებული ძალა უნდა ჩავიდეს ვაშინგტონში და აუხსნას მათ, რომ ეს დემოკრატიას აზიანებს და ასუსტებს ქართველ საზოგადოებას. სულ რაღაც 30 წლის წინ მივიღეთ დამოუკიდებლობა და აღარ გვინდა, ვინმე წყვეტდეს რაიმეს ჩვენ მაგივრად. ერთხელ შევარდნაძესთან მოვხვდი შეხვედრაზე და ვკითხე, ამერიკული ჯგუფები რატომ გიტევენ-მეთქი. მან მითხრა, რაიმე გადაწყვეტილების მიღება თუ ხდება, იქ მეც უნდა ვიჯდე მაგიდაზე და ჩავერიოო. ამიტომ ჩააჩოჩეს შევარდნაძე და მოიყვანეს ისეთი კაცი, რომელსაც რასაც ავალებდნენ, იმას აკეთებდა. საჭიროა აქტიური მუშაობა: ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვში, თურქეთში და ჩვენს უშუალო მეზობლებთან“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

 

 

big_banner
არქივი