logo_geo
ირაკლი გოგავა: იმპიჩმენტმა ტრამპს მხარდაჭერა და რეიტინგი მოუტანა
- +

22 იანვარი. 2020. 15:37

 

„დემოკრატები შეეცდებიან, რომ მთავარი ფსონი გააკეთონ სენატზე. სენატი იმდენად ძლიერია, რომ პრეზიდენტს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან“, - ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

 

„ტრამპის იმპიჩმენტს რაც შეეხება, კვლევამ აჩვენა, რომ იმპიჩმენტმა ტრამპს მხარდაჭერა და რეიტინგი მოუტანა. ქვედა პალატამ იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი, რადგან იქ დემოკრატების უმეტესობაა წარმოდგენილი და ორიოდე დღის წინ ეს ინფორმაცია გადააგზავნეს სენატში. სენატი მოიწვევს იმ მოწმეებს, რომელზეც დემოკრატები უარზე იყვნენ.

 

სენატში არის რესპუბლიკური უმრავლესობა და წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ მათ მხარი დაუჭირონ ტრამპის იმპიჩმენტს. ტრამპმა ძალიან იხეირა ვინაიდან, ჩაგრულის იმიჯი შეიქმნა. ვფიქრობ, რომ დემოკრატები ხვდებიან, რომ ტრამპი მოიგებს მეორე ვადასაც. მათი გათვლა არის სხვანაირი, ისინი შეეცდებიან, რომ მთავარი ფსონი გააკეთონ სენატზე. სენატი იმდენად ძლიერია, რომ პრეზიდენტს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან. ესაა დემოკრატების ფსონი“, - განაცხადა გოგავამ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი