logo_geo
ირაკლი გოგავა: ადრე თუ გვიან რუსეთში ჩამოყალიბდება ხედვა, თუ რა შეიძლება შემოგვთავაზონ
- +

22 იანვარი. 2020. 15:38

 

„აფხაზეთის მხრიდან დიალოგის გამართვის შემოთავაზება არ არის აფხაზების გადაწყვეტილება. ეს უდავოდ რუსების ნამუშევარია, რაც ამ შემოთავაზების წონას აძლიერებს“, - ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

 

„აფხაზეთის მხრიდან დიალოგის გამართვის შემოთავაზება არ არის აფხაზების გადაწყვეტილება ეს უდავოდ რუსების ნამუშევარია, რაც ამ შემოთავაზების წონას აძლიერებს. მაგრამ თუ დიალოგს გთავაზობენ, იმავე დღეს მავთულხლართებს რატომ აბამენ? ნელ-ნელა მივდივართ იქით, რომ რუსეთს უჩნდება ფრაგმენტები და ადრე თუ გვიან რუსეთში ჩამოყალიბდება ხედვა, თუ რა შეიძლება შემოგვთავაზონ. დღემდე ასეთი გეგმა რუსეთში არ არსებობდა, თუ როგორ უნდა ეურთიერთონ საქართველოსა და  უკრაინას. არ გვაინტერესებს ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ყველასთან დალოგი და ეკონომიური ურთიერთობა/ვაჭრობა“, - განაცხადა გოგავამ.

 

 

 

big_banner
არქივი