logo_geo
ბიძინა მახარაძე: სურვილს თუ მიჰყევი, მოკლავ კიდეც ვინმეს
- +

22 იანვარი. 2020. 17:39

 

რა ნიშნავს სიყვარული იუმორისტ ბიძინა მახარაძისათვის და ჰქონია თუ არა მას სამაგიეროს გადახდის სურვილი. ამის შესახებ იუმორისტმა „თბილისელებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„სიყვარული, ყველაფერს რომ მოიცავს, ის გრძნობაა. თუმცა, ვფიქრობ, რომ დიდი დოზით არ უნდა გქონდეს. სამხრეთელებს გაგვაჩნია დიდი დოზით, რაც მზის სიჭარბის ბრალია. ის, რასაც ჩვენ სიყვარულს ვარქმევთ, არის ენერგია, რომელიც მზიდან მოდის. სამხრეთში მზე ჭარბადაა და ამიტომ არის ჩვენს ორგანიზმში დიდი გრძნობები და ვნებები.ზომიერ ზონაში ზომიერადაა, ჩრდილოეთში - ნაკლებად. ამ მხრივ, ჩვენ, ცოტა არ იყოს, დასჯილები ვართ, რადგან პარტნიორში გადაჭარბებული დოზით ვეძებთ იმავე გრძნობას, ასე კიდევ სადაა. ამ ყველაფერს კი უკმაყოფილება მოჰყვება.

 

სამაგიეროს გადახდის სურვილი მქონია, მაგრამ სურვილს თუ მიჰყევი, მოკლავ კიდეც ვინმეს. აქ ჩვენთვის, სამხრეთელებისთვის, უჩვეულო მექანიზმი უნდა ჩართო - გონება, რომელიც ჩვენს გრძნობასთან შედარებით ნაკლებია. თუ ჩართავ და მოერევი, მაშინ უკვე ქრისტიანობასთან ახლოს ხარ. მეც დამიძლევია ეს“, - აღნიშნა ბიძინა მახარაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი