logo_geo
ირინა ონაშვილი: ამ ტიპის ქალთან საერთო არაფერი მაქვს, არც შემიმჩნევია, როგორ ახერხებენ კაცების მოხიბვლას
- +

23 იანვარი. 2020. 13:30

 

 

ყოფილი მოდელი ირინა ონაშვილი, რომელიც ახლახან სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა, აღიარებს, რომ სერიალში გადაღება საკმაოდ რთული პროცესი ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთავაზებით მან ოცნება აიხდინა. აღნიშნულის შესახებ ონაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ სუბრობს.

 

„ვაღიარებ, კინოში ან სერიალში გადაღება რთული პროცესი ყოფილა, რაც არ მეგონა. ჩვენი მსახიობები კიდევ უფრო დავაფასე. ამ სერიალში ძალიან კომფორტული გარემო იყო, პროფესიონალების გუნდია და ყველაფერი საათობრივად ჰქონდათ გაწერილი. ერთმნიშვნელოვნად მივხვდი, რომ მსახიობობა ძალიან რთული ყოფილა.

 

„ჩემი ცოლის დაქალების“ ერთი სერიაც კი არ მაქვს გამოტოვებული, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, ამ სერიალიდან თუ დამირეკავდნენ და როლს შემომთავაზებდნენ. მითხრეს, რომ ახალი პერსონაჟი სჭირდებოდათ და თვალდახუჭული წავედი კასტინგზე. კასტინგის ხელმძღვანელმა ეკა მჟავანაძემ თავიდანვე გამაფრთხილა, რთული როლი არისო, მაგრამ სინჯებზე მითხრა, შენგან ასეთ კარგ თამაშს არ ველოდიო.

 

ეს ჩემთვის დიდი აზარტი იყო. შემოთავაზებას ისე შევხედე, როგორც საინტერესო გამოწვევას. ამ ტიპის ქალთან საერთო არაფერი მაქვს, არც კი შემიმჩნევია, ასეთი ქალები როგორ ახერხებენ კაცების მოხიბვლას, ჩემთვის ასეთი ტიპაჟი აბსოლუტურად სიახლე იყო... ჩემთვის მთავარი ოცნება ახდა, საყვარელ სერიალში მოვხვდი და დადებითი შეფასებები მივიღე“, - აცხადებს ირინა ონაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი