logo_geo
გელა ჩარკვიანი: თუ აღმოჩნდა, რომ ტერმინალური ავადმყოფობა მაქვს, მკურნალობას არ ჩავიტარებ
- +

23 იანვარი. 2020. 15:49

 

„მე არ გავიგრძელებ სიცოცხლეს, მაგრამ მედიცინა რასაკვირველია, დამჭირდება კომფორტისთვის“, - ამის შესახებ დიპლომატმა და მწერალმა გელა ჩარკვიანმა „თბილისელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„სიკვდილი უფრო ადვილია, ვიდრე სიცოცხლე. სიცოცხლეს ეპოტინებიან. ჩემი ფილოსოფია ახლა ასეთია: მე სიცოცხლეს არ შევეპოტინები. თუ აღმოჩნდა, რომ ტერმინალური ავადმყოფობა მაქვს და უნდა მოვკვდე, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად არანაირ მკურნალობას არ ჩავიტარებ. ეს არ ნიშნავს, რომ მედიცინას უარვყოფ. ახალგაზრდები უნდა ცდილობდნენ, რაც შეიძლება, დიდხანს ცოცხლობდნენ. მე ვლაპარაკობ უკვე ჩემი ხნის ადამიანზე. მე არ გავიგრძელებ სიცოცხლეს, მაგრამ მედიცინა, რასაკვირველია, დამჭირდება კომფორტისთვის. სიკვდილი ჩემთვის არაფერია, მაგრამ ტკივილი არ მინდა, მე რომ სიცოცხლე გავიგრძელო, კიდევ უფრო მეტი სინდისის ქენჯნა მექნება“, - აღნიშნა გელა ჩარკვიანმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი