logo_geo
თენგიზ ფხალაძე: საქართველო, შესაძლოა, გარკვეული ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ
- +

24 იანვარი. 2020. 19:02

 

ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა და ამერიკა-ირანის კონფლიქტში, საქართველოს მნიშვნელობაც განიხილა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, შესაძლოა საქართველო, გარკვეულმა ძალებმა, დივერსიული ქმედებებისთვის გამოიყენონ, ამიტომ საჭიროა, სახელმწიფოს შესაბამისმა სამსახურებმა ყველა ვერსიაზე იმუშავონ.

 

„როდესაც ახლო აღმოსავლეთში ვითარება გართულდა, ჩვენში პოპულარული გახდა აპოკალიფსური სცენარები მესამე მსოფლიო ომისა და საქართველოს წამლეკავი ლტოლვილთა ურიცხვი ნაკადის თაობაზე. ასევე გამოითქვა ვარაუდიც, რომ თურმე ჩვენს ტერიტორიას აშშ გამოიყენებდა პლაცდარმად, რაც აბსურდია!

 

ამერიკა ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და პარტნიორები ერთმანეთს პატივს სცემენ, ამიტომ ამერიკისგან არანაირი მსგავსი საფრთხე არ გვემუქრება.

 

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს საფრთხე, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური. საქმე ის არის, რომ ვითარების დაძაბვით, შესაძლოა, გარკვეულ ძალებს ესარგებლათ და საქართველო წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ.

 

როცა ჩვენს სიახლოვეს დაძაბულობის ასეთი კერაა, შესაბამისი სამსახურების მიერ უნდა მუშავდებოდეს ყველა ვერსია, მათ შორის, უცხოელების მიმართ დივერსიების თაობაზეც“,- აცხადებს ექსპერტი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი