logo_geo
ეკა ჩხეიძე: სრულ იდილიაში ვართ მე და ჩემი ქმარი, ის თავისთის ცხოვრობს, მე - ჩემთვის
- +

25 იანვარი. 2020. 21:42

 

„ცხოვრება ყველაზე კარგი მასწავლებელია, მაგრამ თავიდან რომ ვიწყებდე, იმავე პროფესიას ავირჩევდი, იმავე ადამიანს გავყვებოდი ცოლად“, - ამის შესახებ მსახიობი ეკა ჩხეიძე „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„ცხოვრება ყველაზე კარგი მასწავლებელია, მაგრამ თავიდან რომ ვიწყებდე, იმავე პროფესიას ავირჩევდი, იმავე ადამიანს გავყვებოდი ცოლად... ხისტი არ ვიქნებოდი და ვიღაცებს ნაკლებად ვატკენდი გულს, რაც არ გამომდის. ტყუილი არ მიყვარს, სიმართლის თქმა კი არავის სიამოვნებს. თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, მაინც იმავენაირად მოვიქცეოდი, რა ვქნა, ვერ ვისწავლე მლიქვნელობა, პირდაპირობა ჩემი თვისებაა.

 

რაც შეეხება იმას, ოჯახში ხისტი ვარ თუ არა, გეტყვით, რომ არა ვარ ის ტიპი, იმ ადამიანთან ერთად ვიცხოვრო, ვისთანაც კონფლიქტი მაქვს. სრულ იდილიაში ვართ მე და ჩემი ქმარი. ის თავისთის ცხოვრობს, მე - ჩემთვის. 20 წელი რომ ვიცხოვრეთ, მერე გადავწყვიტეთ, რომ ასე უფრო კარგად ვართ. წლებია, ასე ვცხოვრობთ. ყურადღებიანია, შესანიშნავი მამაა. ძალიან ბევრი წყვილი ვიცი, ერთად ცხოვრობენ და იტანჯებიან. ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს“, - აღნიშნა ეკა ჩხეიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი