logo_geo
ბაკურ სვანიძე: ქიბარ ხალვაშთან დაპირისპირებული მხარე „რუსთავი2“ კი არა, ნიკა გვარამიას ბანდაა!
- +

8 მარტი. 2017. 12:57



„რუსთავი2"-ის გასართობი დეპარტამენტის ყოფილმა მთავარმა პროდიუსერმა ბაკურ სვანიძემ „ასავალ-დასავალთან" „რუსთავი2"-ის საქმეზე ისაუბრა. სვანიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ ეკუთვნის „რუსთავი2" ყოფილ პროკურორს ნიკა გვარამიას, ან რატომ აღმოჩნდა დიანა ჯოჯუა დარბეული „იმედიდან"„რუსთავი2"-ში. როგორც სვანიძემ აღნიშნა, დაპირისპირება ნიკა გვარამიას ბანდას და ქიბარ ხალვაშს შორის მიმდინარეობს.

 

„რატომ არის „რუსთავი2" ნიკა გვარამიასი, რომელიც 2012 წლამდე პროკურორი იყო?! ან ზაალ უდუმაშვილის, რომელიც ამ არხზე მას შემდეგ გამოჩნდა, როცა ტელეკომპანიიდან ეროსი კიწმარიშვილი წავიდა?! დიკო ჯოჯუა ხომ ახალდარბეული „იმედიდან" გადმოვიდა „რუსთავი2"-ში ისე, რომ არც თავისუფალი სიტყვა გახსენებია და არც ნაცემ-ნაბეგვი კოლეგები და მეგობრები?! ვეკითხები საზოგადოებას, „რუსთავი2" ნანა ლეჟავასი, ნათია ლაზარიშვილის და ბაკურ სვანიძის უფროა, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმის დროს თავისუფალი სიტყვის ფეხქვეშ გათელვა იუკადრისეს თუ იმათი, ვინც იქ დარჩა ან მერე მივიდა და მონობაზე თანხმობა განაცხადა?! მთელი ტელევიზია იმას აკეთებდა, რასაც ადე იტყოდა. ზუსტად ასე ეძახდნენ მაშინ ზურაბ ადეიშვილს. - ადეს დავალებაა და ასე უნდა გაკეთდესო!

 

ასე რომ, ქიბარ ხალვაშთან დაპირისპირებული მხარე „რუსთავი2" კი არა, ნიკა გვარამიას ბანდაა!

 

თავდაპირველად სიფრთხილით ვადევნებდი თვალს ქიბარ ხალვაშის გამოჩენას. თავის დროზე „რუსთავი2"-ში ისიც მიხეილ სააკაშვილმა მოიყვანა, მაგრამ ჩემთვის წყალგამყოფი იყო მისი ოქროს განცხადება - ტელევიზიის ყველაზე კანონიერი მფლობელები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი არიანო, ანუ ის მოლაპარაკებული იყო „რუსთავი2"-ის პირველ მფლობელებთან. ფაქტობრივად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით,  „რუსთავი2" დაუბრუნდა არა ქიბარ ხალვაშს, არამედ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს, რაც იურიდიულადაც და მორალურადაც სამართლიანია!" - ამბობს ბაკურ სვანიძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი