logo_geo
კახა ლოსაბერიძე: როდესაც მითხრეს, რომ მსახიობობის შანსი არ მქონდა, ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა
- +

26 იანვარი. 2020. 13:23

 

„როდესაც თეატრალურ ინსტიტუში ჩაბარებამდე ერთი-ერთმა რეჟისორმა მითხრა, რომ ჩემი წონით მსახიობობის შანსი არ მქონდა, ამ ფრაზით, ფაქტობრივად, დაამთავრა ჩემი ცხოვრება, თუმცა მსახიობობის გამო ყველაფრისთვის მზად ვიყავი.“ – „ ამის შესახებ ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა კახა ლოსაბერიძემ ჟურნალ თბილისელებთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც ის საკუთარ ბავშვობას იხსენებდა.

 

„ყოველთვის ძალიან ბეჯითი და შრომისმოყვარე ვიყავი, ბოროტი არ ვყოფილვარ და ყოველთვის სიყვარულით ვცხოვრობდი, თუმცა ცელქი ბავშვი ვიყავი და ჩემი ყოფაქცევის გამო, დედაჩემს ხშირად იბარებდნენ სკოლაში. ფეხბურთელობა მინდოდა, თუმცა მონაცემები არ მიწყობდა ხელს, მსუქანი ვიყავი. შემდეგ თეატრალურზე ჩასაბარებლად 40 კილო დავიკელი. ჩაბარებამდე ერთი-ერთმა რეჟისორმა მითხრა, ამ ფორმაში შანსი არ გაქვსო. ამ ფრაზით, ფაქტობრივად, დაამთავრა ჩემი ცხოვრება. ავდექი და, პირველად რა დიეტასაც წავაწყდი, მისი დაცვა დავიწყე. სამ-ოთხ თვეში დავიკელი, პარალელურად აბიტურიენტი ვიყავი. სწავლის პარალელურად შიმშლი ძალიან რთული იყო. რამდენჯერმე გულიც წამივიდა და იმუნიტეტიც დამივარდა, თუმცა მსახიობობის გამო, ყველაფრისთვის მზად ვიყავი.“

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი