logo_geo
გიორგი ფოფხაძე: ევროპელმა ჟურნალისტებმა მშვენივრად იციან, რომ „რუსთავი 2“ არის პარტიული ტელევიზია!
- +

8 მარტი. 2017. 17:11




„ევროპელებს მხოლოდ ერთი რამ აშფოთებთ - „რუსთავი 2" ბრუტალურად არ დაიხუროს!" - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა და „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები განიხილა. როგორც ფოფხაძე აღნიშნავს, ჟურნალისტთა არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას „რუსთავი 2"-ის საქმეზე პროტესტი არ გამოუხატავს.


„ევროპელმა ჟურნალისტებმა, „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში", რომლის წევრიც მეც გახლავართ, მშვენივრად იციან, რომ „რუსთავი 2" არის პარტიული, ანუ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზია! ევროსტრუქტურებს დღეს საქართველოში მყოფი თავიანთი წარმომადგენლები აბსოლუტურად სწორ რაპორტებს აწვდიან, განსხვავებით სააკაშვილის დროინდელი წარმომადგენლებისა. ევროპელებს მხოლოდ ერთი რამ აშფოთებთ - „რუსთავი 2" ბრუტალურად არ დაიხუროს! მაგრამ როცა იწყება საუბარი იმის შესახებ, რომ ეს ტელევიზია ასჯერ მაინც გადავიდა ხელიდან ხელში და ძველი და ახალი მეპატრონეები ერთმანეთს ედავებიან, იქ ყოველგვარი კამათი წყდება და ყველა თანხმდება იმაში, რომ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. მიაქციეთ ყურადღება ერთ ფაქტს - ჟურნალისტთა არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას „რუსთავი 2"-ის გარშემო ატეხილ ხმაურზე თავისი პროტესტი არ გამოუხატავს! მათ ძალიან კარგად იციან, რაც სინამდვილეში ხდება", - განაცხადა ფოფხაძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი