logo_geo
ზაზა მაღალაშვილი: ჩემი შვილი განწირული იყო, რომ ვერასოდეს ილაპარაკებდა
- +

27 იანვარი. 2020. 12:58

 

„ჩემი შვილი განწირული იყო, რომ ვერასოდეს ილაპარაკებდა“ - ამის შესახებ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა ზაზა მაღალაშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახზე საუბრისას განაცხადა.

 

„ჩემი ქალიშვილი 2 წლისაც არ იყო, ქუნთრუშა შეეყარა და უბნის ექიმმა გენტამიცინის გადამეტებული დოზა გაუკეთა, რამაც სმენა უკიდურესად დაუქვეითა, აქ იმედს არ გვაძლევდნენ და ბავშვი განწირული იყო, რომ ვერასდროს ილაპარაკებდა, რადგან მეტყველება სმენაზეა მიბმული. ჯერ მარტო წავედი ჰოლანდიაში და შემდეგ ცოლ-შვილიც წავიყვანე.

ეს იყო ალბათ 1996 წელს. მისია შევასრულე - ჩემი სალომე ახლა სამ ენაზე ლაპარაკობს. ფაქტობრივად არ ესმოდა, მაგრამ დედამისი თავდაუზოგავად, 5-6 საათი ეჯდა და მეტყველებას უმუშავებდა.

 

დიდ სამედიცინო ცენტრში ყველა სახის გამოკვლევა ჩაუტარეს და მზად ვიყავი, ჩემი ერთი ნერვი გადამენერგა შვილისთვის, მაგრამ მითხრეს, არ იყო გარანტია, რომ რომელიმეს ტვინი არ დაგვიზიანდებოდა. მეც მემუქრებოდა საფრთხე და სალომესაც, ამიტომ ეს ოპერაცია არ გააკეთეს“, - აღნიშნავს მსახიობი.

 

 

big_banner
არქივი