logo_geo
მანჩო გიორგობიანი: ნინო ლომჯარია 100-ათასდოლარიანი ჯიპით უსაქმოდ დასეირნობს და საკუთარი თავის გაპიარებით არის დაკავებული
- +

27 იანვარი. 2020. 13:22

 

 

„როდესაც ლომჯარია სახალხო დამცველად დაინიშნა, პირველი რაც გააკეთა, 34 ათას დოლარად ოფისი დაიქირავა. აბსოლუტურად უსაქმური დასეირნობს 100-ათასდოლარიანი ჯიპით და საკუთარი თავის გაპიარებით არის დაკავებული“, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუს დროს საუბრობს.

 

როგორც მანჩო გიორგობიანი აღნიშნავს, სახალხო დამცველს არასდროს დაუძრავს სიტყვა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს უფლებაშელახული ადამიანების დასაცავად.

 

„რატომ ერთხელ მაინც არ დაძრა სიტყვა სააკაშვილის რეჟიმის მიერ განაწამები და უფლებაშელახული ადამიანების შესახებ, რომლებიც დღემდე ელოდებიან სამართლიანობის აღდგენას? რატომ არ იღებს ხმას მთვარისა ნავერიანის უფლებების შელახვაზე, იმიტომ რომ ამ ფაქტის უკან ნიკა გვარამია დგას? აღარაფერს ვამბობ პატრიარქის ლანძღვაზე. ასეთ მძიმე შეურაცხყოფაზე მხოლოდ ორი სიტყვა თქვა., თანაც ისე, რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური. სამაგიეროდ, ისეთი კანონპროექტების წინააღმდეგ გამოდის, რაც ევროპაშიც არის მიღებული“, - აღნიშნავს მანჩო გიორგობიანი.

 

 

big_banner
არქივი