logo_geo
ასმათ ტყაბლაძე: რა ლამაზად იცეკვა და ვითომც არაფერი, არ შეერგებათ ის მილიონები!
- +

27 იანვარი. 2020. 15:04

 

მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ ჟურნალ „სარკესთნ“ მიცემულ ინტერვიუში წუხილი გამოთქვა, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალისტმა გია ფერაძემ ვერანაირი პრიზი ვერ მიიღო.

 

„სპონსორებმა იგნორირება გაუკეთეს მესამე ადგილს. არა მხოლოდ მესამე ადგილის მფლობელი, არამედ ყველა მონაწილე უნდა დაეჯილდოვებინათ. განსაკუთრებით გიას მოექცნენ ცუდად. ჩავედი დარბაზში და მივახალე, რომ კარაპეტები და ძუნწები არიან! ეს ყველაფერი დავწერე კიდეც და მეჯღანუაშვილებიც ვუწოდე!

 

გია დადიოდა მოსკოვიდან თბილისში და ისე გამოდიოდა შოუებზე. შაბათ საღამოს გაფრინდა, კვირას იქ ითამაშა სპექტაკლი და ორშაბათს დილას ჩამოფრინდა. რა ლამაზად იცეკვა და ვითომც არაფერი... ყველა დამნაშავეა, ვინც არ იფიქრა, რომ ამ ბიჭისთვის რაიმე ეჩუქებინა და ყველას ვეუბნები, რომ არ შეერგებათ ის მილიონები!“ - აღნიშნა ტყაბლაძემ.

 

 

big_banner
არქივი