logo_geo
გეგე სულხანიშვილი: ახლა მეექვსე ცოლი მყავს და მეექვსეზე გაჩერება არ მინდა...
- +

27 იანვარი. 2020. 15:29

 

 

სიდედრებში ძალიან მიმართლებს...“ - ამის შესახებ მსახიობმა და იუმორისტმა გეგე სულხანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში ისაუბრა.

 

„სიყვარული იმდენჯერ მოდის, რამდენჯერაც ღირსი ხარ. როცა შეყვარებული ვარ, სახლში კი არ მივდივარ, მივფრინავ, მაგრამ როცა შინ დაბრუნება აღარ მიხარია, ესე იგი, საქმე ცუდადაა. სხვათაშორის, ჩემს ყველა მეუღლეს ისე გავშორდი, კამათი არ გვქონია. უბრალოდ, სიყვარული გაილია, როგორც საპონი ილევა ხოლმე. ახლა მეექვსე ცოლი მყავს და ვხუმრობ, მეექვსეზე გაჩრება არ მინდა, მაგრამ ასაკი ხელს აღარ მიწყობს-მეთქი. სიდედრებში კი ძალიან მიმართლებს - არც ერთს ჩემთვის საწყენი სიტყვა არ უთქვამს.სამწუხაროდ, მეექვსე სიდედრს ამნეზია დაემართა.ყველას სახელები იცოდა, მაგრამ ვინ იყო, აღარ ახსოვდა, ერთხელაც გამომხედა და მითხრა, გეგე, რა კარგი ბიჭი ხარ და რატომ ცოლს არ მოიყვანო“, - აღნიშნა გეგე სულხანიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი