logo_geo
ირინა ონაშვილი: თუ ჩემსავით არ უყვართ სამზარეულოში „ბზრიალი“, ქმრები მიეხმარონ
- +

27 იანვარი. 2020. 15:30

 

ყოფილი მოდელის ირინა ონაშვილის რჩევები დიასახლისებს.

 

„ჩემი უმთავრესი რჩევა იქნება, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ ბავშვების ჯანსაღ კვებას. ნუ მიაჩვევთ იკვებონ „ფასთ ფუდით“ და სხვა მავნე „სასუსნავებით“. მათი ზრდისა და ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი საკვების შერჩევა. ამიტომ, ყველაფერი გადადონ გვერდზე. მართლა არ არის აუცილებელი ძვირადღირებული პროდუქტის შეძენა. მავნე საკვები, დამიჯერეთ, გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე გლეხისგან შეძენილი პროდუქტი. ეს დიდ ფინანსებს არ მოითხოვს. ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტი ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, რაც ისედაც ყველა მშობელმა იცის. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჯანსაღი თაობა გაიზარდოს. თუ ჩემსავით არ უყვართ სამზარეულოში „ბზრიალი“, არა უშავს, ამის გამო თავს ნუ მოიკლავენ, ქმრები მიეხმარონ (იცინის)“, - აღნიშნა ონაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი