პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალ „გზასთან“პირად საკითხებზე ისაუბრა.
„შოპინგი ჩემი სუსტი მხარეა. თუ რამე მეზიზღება ცხოვრებაში, ეს შოპინგია (იცინის). თავი მტკივდება და ცუდად ვხდები. მირჩევნია, ის დრო წიგნის კითხვისთვის გამოვიყენო ან კარგ ფილს ვუყურო. ძალიან ჩვეულებრივად ვიცვამ, სადად, ვიღაცებს ჩემი დაბულინგება რომ მოუნდებათ, ჩემს ცუდ გარეგნობას ზედმეტი ყურადღება არ უნდა დაუთმონ.
ზოგადად, არ მიყვარს ჩემს შვილზე საჯაროდ საუბარი, როცა გაიზრდება, თუ საჭიროდ ჩათვლის, რომ თავისი ცხოვრების შესახებ საჯაროდ ისაუბროს, მისი ნებაა. მანამდე, ვცდილობ, ის ჩემ საქმიანობაში არ გავრიო და ჩემს ოჯახურ ყოფას ამ ყველაფრისგან მკაცრად ვმიჯნავ“, - აღნიშნა კილაძემ.