logo_geo
ემზარ კვიციანი: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიც გრძნობენ, სად არიან მოღალატეები და სწორედ ბოკერიასთან და სააკაშვილთან იჭერენ საქმეს!
- +

27 იანვარი. 2020. 15:36

 

 

 

სააკაშვილი რუსეთისა და ამერიკის ერთობლივი პროექტია, რომელსაც იგორ გიორგაძე მართავს“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„სააკაშვილი რუსეთისა და ამერიკის ერთობლივი პროექტია, რომელსაც იგორ გიორგაძე მართავს.

იგორ გიორგაძე გვერდზე გასწიეს და გამოუშვეს სააკაშვილი, რომლისგანაც შექმნეს ახალი „ბუა“. 57 ათასი დაზარალებული და ნატანჯი ქართველის განცხადება დევს პროკურატურაში და კაციშვილი ხმას არ იღებს!

 

იპოთეკით შეძენილი ქონებები წამართვეს, ხოლო ჩემი და ჩემი დის მოსამართლეები - შოთა ბიჭია და დავით კიკენაძე უვადო მოსამართლეებად გაამწესეს!

 

ამის შემდეგ ვინმე მეტყვის, რომ საქართველოს ბედი აწუხებს? უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიც გრძნობენ, სად არიან მოღალატეები და სწორედ ბოკერიასთან, სააკაშვილთან და მისთანებთან იჭერენ საქმეს! პატრიოტებთან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს არაფერი ესაქმებათ, რადგან იციან, რომ მამულიშვილები საქართველოს არ გაყიდიან!“ - აცხადებს ემზარ კვიციანი.

 

 

big_banner
არქივი