logo_geo
მაყვალა ბერიანიძე: 2004 წელს ედუარდ კოკოითმა ზურაბ ჟვანიას სააკაშვილის ხელისუფლების მაკომპრომეტირებელი მასალები გადასცა
- +

27 იანვარი. 2020. 16:17

 

„2004 წლის ნოემბერში ზურაბ ჟვანია შეხვდა ედუარდ კოკოითს, რომელმაც გადასცა სააკაშვილის ხელისუფლების მაკომპრომეტირებელი მასალები“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, პუბლიცისტმა და ისტორიკოსმა მაყვალა ბერიანიძემ, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას აღნიშნა.

 

„ხალხმა დაივიწყა ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი - 2004 წლის ნოემბერში ზურაბ ჟვანია შეხვდა ედუარდ კოკოითს, რომელმაც გადასცა სააკაშვილის ხელისუფლების მაკომპრომეტირებელი მასალები.

მათ თანახმად, ბევრი ქართველი მაღალჩინოსანი ცხინვალის რეგიონში ჩაბმული იყო ნარკობიზნესსა და იარაღით ვაჭრობაში.

 

ზურაბ ჟვანიამ დაიწყო ამ საკითხის კვლევა. პარალელურად ოსებსა და ქართველებს შორის ვითარება დროებით დათბა და გადაწყდა, რომ მოსკოვში ქართულ-ოსური შეხვედრები დაწყებულიყო.

 

ეს მოხდა თუ არა, სააკაშვილის ხელისუფლებაში ზურაბ ჟვანიას მიმართ აგრესია გაიზარდა და დაიწყეს მისი ლანძღვა.

 

ჟვანიამ გადაწყვიტა, სიტუაციას გარიდებოდა. ერთგან მან გარკვევით თქვა - ან ქვეყნიდან წავალ, ან ოპოზიციაში გადავალო. როცა სააკაშვილს ეს ამბავი მიუტანეს, მან განაცხადა - ჟვანია ვერსად ვერ წავაო. შემდეგ ამ ფრაზას სააკაშვილმა სულ სხვა დატვირთვა მისცა“, - განაცხადა მაყვალა ბერიანიძემ.

big_banner
არქივი