logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: შესაძლოა, თენგიზ სიგუა იმსახურებდა სასჯელს, მაგრამ...
- +

27 იანვარი. 2020. 17:22

 

 

„შესაძლოა, თენგიზ სიგუა იმსახურებდა სასჯელს, მაგრამ... უნდა აცადო ოჯახს, მიცვალებული დაკრძალოს და თუ მაინცდამაინც, მერე თქვი შენი სათქმელი...“, - ამის შესახებ მედიაჰოლდინ „რეპორტიორის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აგრესიაზე საუბრისას განაცხადა.

 

„თენგიზ სიგუა ადამიანურად შემეცოდა... შესაძლოა, ის იმსახურებდა ციხესაც, სასჯელსაც, მაგრამ... უნდა აცადო ოჯახს, მიცვალებული დაკრძალოს და თუ მაინცდამაინც, მერე თქვი შენი სათქმელი სხვა, ცივილიზებული ფორმით. არ შეიძლება, იმ უშვერი სიტყვებით ლანძღო მიცვალებული, რაც მე სოციალურ ქსელში მხვდებოდა. უბრალოდ, არ შეგვფერის...“ - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი