logo_geo
ლაშა ნანობაშვილი: ბევრი კომპლექსით დაჯილდოებული ადამიანი ვარ და საჯარო „ტიპობა“ არ მხიბლავს
- +

27 იანვარი. 2020. 18:22

 

„მეორე სეზონი გამოვტოვე, არც კი მიფიქრია ცდა, მესამეზე კი რატომღაც თვითონ გადავწყვიტე“, - ამის შესახებ წლევანდელი „მხოლოდ ქართულის“ მონაწილემ ლაშა ნანობაშვილმა ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„კონცერტის დროს ისეთი გათიშული ვარ ხოლმე, ნაკლებად მახსოვს, ჟიურის წევრები რას მეუბნებიან; არც ის მესმის, რამდენ პროცენტს აცხადებენ და თუ დამიჯერებთ, არასდროს მინახავს არც ერთი ჩემი გამოსვლა, არც კომენტარებს ვკითხულობ. უბრალოდ მინდა, ერთხელ ღირსეულად წარვდგე მაყურებლის წინაშე, „პრესტიჟის გოლს“ რომ ეძახიან, აი, ასეთი გოლი გავიტანო. თითქოს რაღაცისგან ვერ ვთავისუფლდები, არ ვიცი, რა მჭირს.

 

საერთოდ, ბევრი კომპლექსით დაჯილდოებული ადამიანი ვარ და საჯარო „ტიპობა“ არ მხიბლავს. „მხოლოდ ქართულის“ პირველ სეზონში ამიკლეს მეგობრებმა, მონაწილეობა მიიღეო. მივედი და ათეულში ვეღარ გადავედი. მეორე სეზონი გამოვტოვე, არც კი მიფიქრია ცდა, მესამეზე კი რატომღაც თვითონ გადავწყვიტე, რაღაცამ მიბიძგა და პრეკასტინგზე მივედი“, - აღნიშნა ნანობაშვილმა.

 

P.S. ინტერვიუ ჩაწერილია მანამდე სანამ, ლაშა ნანობაშვილი პროექტს დატოვებდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი