logo_geo
ნიკოლოზ ტოტოღაშვილი: პროზა, პოეზია, მხატვრობა - სულის ანატომიაა...
- +

27 იანვარი. 2020. 18:22

 

 

„ლიტერატურა, მწერლობა და მედიცინა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა“, - ამის შესახებ მწერალმა და ექიმმა ნიკოლოზ ტოტოღაშვილმა ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„სულ ვფიქრობდი და მინდოდა, თეატრალურში მესწავლა. როცა საქმე არჩევანზე მიდგა, რატომღაც სამედიცინოზე ჩაბარება გადავწყვიტე. იმ პერიოდში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნს - „პროფესორ დოუელის თავს“ ვკითხულობდი. პროფესიულ არჩევანზე ამ ნაწარმოებმაც გარკვეულ წილად იმოქმედა. მოულოდნელად გადავწყვიტე, სამედიცინოზე ჩამებარებინა. მსოფლიო მწერლობაში ბევრი ექიმი ავტორია. ლიტერატურა, მწერლობა და მედიცინა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. სტუდენტი რომ გავხდი, ბევრი პროფესიული ლიტერატურის წაკითხვა მომიხდა. ჩემი წიგნები სამედიცინო ტერმინოლოგიითაა სავსე. პროზა, პოეზია, მხატვრობა - სულის ანატომიაა, ექიმები ხორციელ ანატომიას შევისწავლით. ადამიანის სხეულზე არის წერტილები, რომლებიც სულთან ყველაზე ახლოსაა“, - აღნიშნა ტოტოღაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი