logo_geo
სალომე შარვაძე: რასაც დედას არ აკადრებ, ის არ უნდა აკადრო დედამთილს...
- +

27 იანვარი. 2020. 19:32

 

რასაც დედას არ აკადრებ, ის არ უნდა აკადრო დედამთილს, გული არ უნდა ატკინო.“ - ამის შესახებ, „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა სალომე შარვაძემ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ოჯახზე საუბრისას განაცხადა.

 

მაგალითად, მე კარგი, ნორმალური ურთიერთობა მაქვს ჩემს დედამთილთან, ერთად არ ვცხოვრობთ ჩვენ, მაგრამ ურთიერთპატივისცემა გვაქვს, ვკითხულობთ ერთმაენთს, ვიცით ერთმანეთის ამბები, თუმცა, მაინც დისტანცია გვაქვს.

 

არც მე მაქვს ისეთი მიდგომა, რომ ზედმეტად ვუბედავდე რამეს და არც ის ერევა ჩვენს ოჯახში. ზოგადად, უშეცდომო და იდეალური ადამიანები არ არსებობენ და შეიძლება, მე ჩემი ნაკლი მქონდეს, მას - თავისი, მაგრამ უნდა შეგვეძლოს დათმობა, გატარება“, არაყოლა. რასაც დედას არ აკადრებ, ის არ უნდა აკადრო დედამთილს, გული არ უნდა ატკინო. თუ ცუდად მოექცევი, მერე თვითონაც ცუდად განეწყობა“, - აღნიშნა სალომე შარვაძემ.

 

 

big_banner
არქივი